x
image
თორ ნიკე
Mediator image
მაიკოპის კულტურა
მაიკოპის კულტურა


კავკასიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.), ის შეცვალა ლეილა თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 4000 წწ.), ხოლო ლეილა თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200). ჩრდილოეთით ძვ.წ. 3700 წელს ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა (3700 - 3000), რომელიც სწორედ ლეილა თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდეგ კი ჩამოყალიბდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.).


მაიკოპის კულტურა


ლეილა-თეფეს კულტურა, რომლიდან მიგრირებულმა ხალხმაც შემდეგ მაიკოპის კულტურა ჩამოაყალიბა, შულავერის კულტურის გაგარძელება იყო, მაგრამ მისგან განსხვავებით ადამიანებმა დაიწყეს თავიანთი მიცვალებულებს დამარხვა სპეციალურად ამისთვის შექმნილ კერამიკულ სამარხ ჭურჭლებში. პირველად ეს კულტურა 1980 წელს აღმოაჩინა საბჭოთა არქეოლოგმა გ. ნარიმანოვმა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ძალიან ახლოს კახეთთან. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის გაყვანისას ამ ტერიტორიას დაზიანების საფრთხე შეექმნა და მასზე განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები. ეს კულტურა როგორც ჩანს ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც, ვინაიდან ნაპოვნია ცოტა მოგვიანო პერიოდის ამგვარივე სამარხები. ეს კულტურა ასევე მოიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს. ნაპოვნია სწორედ ამ კულტურის ნამარხები კასპის მუნიციპალიტეტში. ეს კულტურა ასევე დაკავშირებული გახლდათ აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონთან და ამას ადასტურებს აღმოჩენები: არსლანთეფე, ქორუჩუ-თეფე, თეფეჩიკი და სხვა. ახლა ამ აღმოჩენებს თურქული სახელები აქვთ, მაგრამ იმ პერიოდში ცხადია, არავითარი თურქები ამ ტერიტორიებზე არ სახლობდნენ, არამედ იბერო-კავკასიელთა ტერიტორიას წარმოადგენდა.



მაიკოპის კულტურა


ლეილა-თეფეს კულტურის ხალხიც, ისევე როგორც შულავერის კულტურაში, საკუთარ სახლებს და სხვა შენობებს ტალახის აგურებისგან აგებდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ექსპედიციამ სირიაში დაადასტურეს მაიკოპის კულტურის, ლეილა-თეფეს კულტურისა და უძველესი, დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე მდებარე IV ათასწლეულის ქალაქის - თელ ხაზნეჰის არტეფაქტების დიდი მსგავსება.

2012 წელს აღმოჩნდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქაბალას რაიონში, ყოფილი ჰერეთის სამეფოს ტერიტორიაზე, კახეთთან ახლოს მდებარე და დაღესტნის მოსაზღვრე რაიონში, ლეილა-თეფეს კულტურის კიდევ ერთი დასახლება. აქ აღმოჩენილ თითქმის ყველა არტეფაქტს აქვს აღმოსავლეთ ანატოლიური ქალკოლითური მახასიათებლები, მაგალითად ძალიან ახლოს დგას არსლანთეფეს არტეფაქტებთან. სწორედ ლეილა-თეფეს კულტურის წარმომადგენლები იყვნენ ის პროტოქართველები, რომლებმაც დაიწყეს პირველი მეტალურგიული სამუშაოები და მეტალურგია განვითარების მაღალ დონეზე აიყვანეს, მაგრამ მეტალურგიის ეს დიდი კულტურა შედარებით კნინდება მაშინ, როდესაც ლეილა-თეფეს კულტურას მტკვარ-არაქსის კულტურა ანაცვლებს.


მაიკოპის კულტურა


შემდგომში ჩრდილოეთში გადანაცვლებულმა ლეილა-თეფეს ხალხმა, ძვ.წ. 3700 წელს ჩამოაყალიბა მაიკოპის კულტურა, რომელიც სამხრეთით მტკვარ-არაქსის კულტურას უმეზობლდებოდა, ვრცელდებოდა მთელ დღევანდელ ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის ნაწილში, ასევე დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ის ვრცელდებოდა დასავლეთით ყირიმის ნახევარკუნძულამდე. მას ჰქონდა საკმაოდ დიდი გავლენები ჩრდილოეთით მდებარე იამნაიას ინდო-ევროპული კულტურისაგან და ამიტომ აქამდე იყო გარკვეული მოსაზრებები მათი ინდო-ევროპელობის ან ირანული წარმოშობის შესახებ, რაც ნაკლებად დასტურდება.


მაიკოპის კულტურა


მაიკოპის კულტურის ხალხში იყო გავრცელებული შემდეგი ჰაპლოჯგუფები მამაკაცის მხრიდან: უმეტესად G2a და R1b-L23, ხოლო I2c ნომინალურად. მაიკოპელებს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ ცენტრალურ უკრაინაში მცხოვრებ ხალხთან. მაიკოპის ყორღანები ძალიან მდიდარია ოქროთი, ვერცხლით და სხვა ძვირფასეულობით, რაც იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულო გახლდათ. როგორც ჩანს აქ კულტურულად და ეკონომიკურად ძალიან დაწინაურებული ხალხი ცხოვრობდა.


მაიკოპის კულტურა. ძვ.წ. 35-ე საუკუნის ურემი


მე-20 საუკუნის ადრეულ პერიოდშივე არქეოლოგებმა აქ გამოავლინეს მაიკოპის კულტურის დამხასიათებელი ცხოველტა გამოსახულებები არტეფაქტებში. ეს არტეფაქტები ბევრად უფრო ძველია, ვიდრე სკვითური, სარმატული და კელტური ცხოველთა სტილი. ასევე მაიკოპის კულტურას ახასიათებდა პეტროგლიფებით წერა, მაგრამ დღემდე ეს პეტროგლიფები სრულიად გაუშიფრავია. მაიკოპელები ზრდიდნენ შინაურ ცხოველებს როგორიცაა ღორი და მსხვილფეხა საქონელი. ასევე ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩენილია უძველესი ბორბალი, რომელიც ხისგანაა დამზადებული. ამ ყორღანის სახელია სტაროკორსუნსკაია და ბორბლის ასაკი დაახლოებით ძვ.წ. 3400 წელია.


მაიკოპის კულტურა


მაიკოპის კულტურის წარმომადგენლებს ახასიათებდათ ტერასული აგროკულტურა. მათ ჰქონდათ ძალიან მაღალი დონის სამიწათმოქმედო ცოდნა და უნარები. ამ ტერასებში აღმოჩენილი ჭურჭლის და სხვა არტეფაქტების უდიდესი ნაწილი სწორედ მაიკოპის პერიოდს მიეკუთვნება. დანარჩენი კი სკვითურ და ალანურ პერიოდებს. მაიკოპის კულტურის ტერასების შემქმნელი ხალხი ხომ 3700 - 3000 წლებში ანუ 5000 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ასეთი ტერასების იმ დროში შემქმნელ ხალხს ნამდვილად გააცნდა საკმაოდ დიდი ცოდნა, უნარები, განვითარება, კულტურა და საკმაოდ კარგები იყვნენ ინჟინერიასა და ხელოსნობაში.






კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
690
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
690
  
2019, 22 აპრილი, 15:15
საოცარი ნამუშვერებია... რა ოსტატები იყვნენ იმ შორეულ ჩვ.წ.აღ-მდეც...
0 1 1