x
image
ილია მარტყოფლიშვილი
პარლამენტარი ირაკლი შიოლაშვილი ტოკიოში, ქართული ღვინის გამოფენას ესწრება

image


იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მიმდინარეობს. მასში ქართულ დელეგაციასთან ერთად პარლამენტის წევრი, სიღნაღი დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი და სიღნაღის მერი გოგი გოგილაშვილი მონაწილეობენ.


ტოკიოში მიმდინარე გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლოს“ ფარგლებში, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა. ღონისძიებას 120-მდე სტუმარი, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, იაპონიის სომელიეთა ასოციაციის წევრები, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც კენიჩი ოჰაში 3 საათის განმავლობაში ქართული ღვინოსა და მის კულტურას აცნობდა.


კენიჩი ოჰაშიმ სტუმრებს უამბო, რომ ქვევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა, ქართული ქვევრის ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო და ღვინის წარმოების ქართული მეთოდი უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ღვინის მაგისტრმა ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი აზრით, ასევე განაპირობებს ქართული ღვინის გემოვნურ თვისებებსა და განუმეორებლობას.


➡️ პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით.


image

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0