x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სვასტიკა
სიმბოლო სვასტიკის გამოყენება სათავეს იღებს რამოდენიმე ათასი წლის წინ როგორც ნიშანი წარმატების, დაცვის ავი თვალისაგან, ასევე იგი ასოცირდებოდა წელიწადის 4 დროსთან. თუმცა გასულ საუკუნეში ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, ნაცისტურმა გერმანიამ ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა მსოფლიო მასშტაბით. ამ ყველაფერთან ერთად სვასტიკის სიმბოლოზეც ხალხს ცუდი წარმოდგენები შეექმნათ.
ჰიტლერს სურდა უძლიერესი გერმანიის სახელმწიფოს შექმნა, რის გამოც მილიონობით ადამიანის სიკვდილზე თვალს ხუჭავდა, მან ნაციზმის სიმბოლოდ აირჩია - სვასტიკა. რაც ჰიტლერმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მას შემდეგ, დღემდე სვასტიკა ეშმაკის სიმბოლოდ ითვლება დასავლურ საზოგადოებაში.
სინამდვილეში სვასტიკა - წარმოგვიდგება სანკრისტული ენიდან (უძველესი ინდირი ენიდან).
სვასტიკა ასევე აღნიშნავს მუდმივ, წრიულ მოძრაობას, ნიშანს ხელახლა დაბადებისა და ასოცირდება რეინკარნაციასთან. ნიშანი გამოყენებული არის 3 სხვადასხვა რელიგიის მიერ: ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ჯაიანიზმი. იგი ასევე ასოცირდება მზესთან. როგორც ხედავთ ეს სიმბოლო ითვლებოდა სრულიად უწყინარ სიმბოლოდ მეოცე სუკუნის დასაწყისამდე. 1920 წელს, ადოლფ ჰიტლერმა გამოთქვა მოსაზრება პარტიისთვის საკუთარი დროშისა და ემბლემის ქონის შესახებ. როგორც ჰიტლერი ამბობდა, ახალი დროშა უნდა ყოფილიყო "სიმბოლო ჩვენი ბრძოლისა”.


სანამ ჰიტლერი სვასტიკას სიმბოლოს გამოიყენებდა, მანამდე კოკა-კოლასაც ჰქონდა სვასტიკასთან შეხება, კომპანია ამ სიმბოლოს გამოყენებით, საკუთარ პროდუქციას არეკლამებდა.

image

რატომ სვასტიკა? ამისთვის ჰიტლერს ჰქონდა თავისთვის საპატიო მიზეზი... სანკრისტულად, სვასტიკას "ფუტკრების არმია" ჰქვია. სწორედ ამ დროს გერმანელმა ნაციონალისტებმა დაიწყეს სვასტიკის გამოყენება როგორც სიმბოლოსი, რომელსაც ჰქონდა არიანული-ინდური წარმომავლობა. ამით გერმანელებს უნდოდათ წარმოედგინათ და წინა პლანზე წამოეწიათ ისტორია გერმანულ-არიანული წარმომავლობისა და შესაბამისად ერის განსაკუთრებული დანიშნულება.

image


image
ასევე სვასტიკა ქრისტიანული ტაძრების და ეკლესიის მსახურთა ტანისსამოსებზეც არის გამოსახული ოღონდ საათის ისრის საწინააღმდეგოდ ისევე როგორც ბუდიზმში.

image


სვასტიკის ქართულ ვარიანტად მიჩნეულია ბორჯღალი. ბორჯღალს 7 რკალი აქვს. ეს სიმბოლო გვხვდება უძველეს თრიალეთის კულტურაში ძვ. წ 3000-2000 წლები ბორჯღალი, ისევე, როგორც სვასტიკა, მზის სიმბოლოა ამიტომაც მიიჩნევენ ბორჯღალს სვასტიკად.
სვასტიკა საკრალური სიმბოლოა ინდურ რელიგიებში, ჩინეთსა და იაპონიაში. ასევე ნეპალსა და სამხრეთ კორეაში.

image


0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:დუნი
დუნი
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0