x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
იდეალური პასკა-სცადეთ ამ რეცეპტით

ამ რეცეპტით ნამდვილად გემრიელი პასკა გამოგივათ.

შემადგენლობა:
1ლიტრი რძე
1 ც (11-12 გრამი) მშრალი საფუარი (ან 50 გრამი ჩვეულებრივი)
3 კგ ფქვილი
10 კვერცხი
250 გრამი კარაქი და 250 გრ მარგარინი
200 გრ შაქარი
250-300 გრამი ქიშმიშით
1 ს/კ ვანილის შაქარი
თავზე მოსასხმელად: 100 გრამი შაქრის ფხვნილი, 2 ცილა.
image


მომზადება:


1. ნახევარ ლიტრა რძეში გახსენით საფუარი (6 სუფრის კოვზი), 1ჩ/კ შაქარი, რომ აფუვდეს კარგად. მეორე ნახევარ ლიტრა რძეში გახსენით ზეთი,

კარაქი და მარგარინი.

2. ამოიყვანეთ 10 კვერცხის ცილა.+10 ს/კ შაქარი და მწიკვი მარილი. აურიეთ კარგად.

3. 10 კვერცხის გულისა და შაქრისგან (რაც დარჩა) აკეთებთ გოგლიმოგლს, გათეთრებამდე უნდა მივიდეს.

4.გოგლიმოგლს ვუმატებთ გამზადებულ ბეზეს და კარგად ვურევთ.

5. ცალკე თასზე ვყრით 3კგ ფქვილს. დავასხამთ საფუარიან, ცხიმიან ზეთს, კარგად ვურევთ და შევაზელთ კვერცხიან მასას. ისევ ავურიოთ კარგად. დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და მოზილეთ ცომი.

6. ცომი ამოვა დაახლოებით 6 საათში. ჩაზილეთ შემდგომ. დაუმატეთ ქიშმიში ან ცუკატები. 1ც ლიმონის ცედრა, ვანილი, მუსკატის კაკალი, მწიკვი დარიჩინი და მიხაკი.

7. აიღეთ ფორმები, წაუსვით ცხიმი, ნახევრამდე მოათავსეთ მასში ცომი. ვაჩერებთ 6 საათი. შემდეგ ვდგამთ გახრებულ ღუმელში 150 გრადუსზე. 1 საათის შემდეგ გამოაღეთ და ჩხირით გასინჯეთ.

რეცეპტით გამოდის მძიმე და ნოტიო პასკა. მორთეთ სურვილისამებრ.









0
132
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0