x
რატომ იყო არალეგალური მარიხუანა ამერიკის შეერთებულ შტატებში?
image
მე-20-ე საუკუნის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში საგრძნობლად მოიმატა მარიხუანას ლეგალიზაციისთვის მოძრაობებმა. პირველი კალიფორნიის შტატი იყო, რომელმაც 1996 წელს დაამტკიცა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია სამედიცინო მოხმარებისთვის, ხოლო შემდგომში უკვე სხვა შტატებმაც მიიღო იგივე გადაწყვეტილება. მოგვიანებით 2012 წელს ვაშინგტონსა და კოლორადოში განიხილებოდა რეფერენდუმის საკითხი რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციაზე. დღეისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ოცდაათზე მეტ შტატში ნებადართულია მარიხუანას გამოყენება, თუმცა ფედერალურ დონეზე მაინც უკანონო ქმედებად რჩება. ჩნდება კითხვა, რატომ იყო მანამდე მარიხუანას მოხმარება არალეგალური?
პასუხია- რასიზმი.
მე-20-ე საუკუნის მიჯნაზე კანაბისი, როგორც მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში უწოდებდნენ, იყო მცირედმოხმარებადი ნარკოტიკი ამერიკელებისთვის. 1910 წლის მექსიკის რევოლუციის დაწყების შემდეგ ამერიკის ტერიტორიაზე ბევრი მექსიკელი გადავიდა, რომლებმაც თან მარიხუანას მოწევის ტრადიციაც გაიყოლეს. მექსიკელი იმიგრანტების ზრდის ფონზე ისტერიულად დაიწყო იმის მტკიცებები, რომ პრეპარატის მოხმარება იწვევდა “ სისხლის წყურვილს”. გარდა ამისა მოხდა ტერმინი “კანაბისი”-ს ძირეული ცვლილება და “ მარიხუანა”-თი ჩანაცვლება, რომელიც, როგორც გარკვეული ჯგუფები ვარაუდობდნენ, მიზანმიმართული იყო უცხო წარმოშობის ნარკოტიკების პროპაგანდისკენ და ამასთანავე ქსენოფობიის გაღვივებისთვის. ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება ამერიკის სხვადასხვა შტატებში მარიხუანას აკრძალვაზე კანონები.
1930 წელს ჰარი ჯ. ანსლინგერის, ფედერალური ბიუროს ნარკოტიკების განყოფილების ხელმძღვანელის ბრძოლა მარიხუანას წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. ზოგიერთის აზრით ჰარი ნაკლებად იყო მოტივირებული უსაფრთხოების პრობლემებზე, მეცნიერთა დიდი ნაწილი მას არწმუნებდა, რომ გამოკვლევების მიხედვით ნარკოტიკები მავნე არ იყო, არამედ სურდა ახლად შექმნილი დეპარტამენტის ქმედითუნარიანობის გაზრდა. საბოლოოდ, რაც არ უნდა ყოფილიყო ანსლინგერის მოტივაცია, მან მაინც მოახერხა ნარკოტიკებზე ფედერალური აკრძალვა დაწესებულიყო . ამის შემდეგ მან წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მნიშვნელოვანად განაპირობებდა რასიზმს. ანსლინგერი ამტკიცებდა, რომ მარიხუანას მწეველთა უმეტესობა აფროამერიკელების ჩათვლით უმცირესობას შეადგენდნენ და რომ მოწევა ისეთ ნეგატიურ მოქმედებებს იწვევდა ამ “დეგენერატ რასაზე” ( “ Degenerate races”), როგორებიცაა გაუპატიურების სურვილი ან ჭკუიდან შეშლა. გარდა ამისა მან აღნიშნა, რომ : “ Reefer ( მარიხუანას სიგარეტი) აიძულებს მუქ ადამიანებს იფიქრონ, რომ ისინი ისეთივე კარგები არიან, როგორც თეთრი მამაკაცები”. შეიძლება ასლინგერისთვის კიდევ უფრო საგანგაშო ყოფილიყო ის, რომ მოსაწევს ღირსეული თეთრი ქალბატონებიც გასინჯავდნენ. ჰარი ირწმუნებოდა, რომ მარიხუანას მოწევა იქამდე მიიყვანდა მათ, რომ შავკანიან კაცებთან დაკავდებოდნენ სექსით.
მასმედიის აქტიური მხარდაჭერით და ისეთი პროპაგანდისტური ფილმის ჩვენებით, როგორც იყო «Reefer Madness” (1936) საბოლოოდ ანსლინგერმა მოახერხა მარიხუანაზე გადასახადები დაწესებულიყო, რაც თავისთავად ნიშნავდა, რომ მარიხუანა არალეგალური ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე. თუმცა 1969 წელს ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნეს და შემდეგ წელს ჩაანაცვლეს კანონით კონტროლირებად ნივთიერებებზე. კანონმდებლობის ახალმა კლასიფიცირებამ მარიხუანა, ისევე როგორც ჰეროინი და LSD, პირველი სიის ნარკოტიკებს შორის შეიყვანა. შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ კანონების შექმნაში პირდაპირი როლი რასიზმა ითამაშა. ზოგიერთი კვლევების თანახმად, აფროამერიკელები მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ოთხჯერ უფრო მეტი რაოდენობით მეტჯერ იყვნენ დაკავებულები მარიხუანას მოხმარების ფაქტზე, ვიდრე თეთრკანიანები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე თანაბრად მოიხმარდა.
0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0