x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ებრაელი ექიმი
image

ებრაელი ექიმი ამერიკის სავადმყოფოებში სამსახურს ვერ შოულობდა, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა. მან კლინიკასთან განათავსა სარეკლამო დაფა: "იმკურნალეთ $20–ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100, თუ არ განიკურნებით".
ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში მივიდა.
შესდგა შემდეგი სახის დიალოგი:
იურისტი: მე გემოს შეგრძნება დავკარგე.
ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 და პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.
იურისტი: ფუ! ეს ხომ ნავთია!
ექიმი: გილოცავთ, თქვენ გემოს შეგრძნება დაგიბრუნდათ. თქვენზე $20–ია.
გაღიზიანებულმა იურისტმა გადაიხადა თანხა, მაგრამ დაბრუნდა რამდენიმე დღის შემდეგ ფულის დასაბრუნებლად.
იურისტი: მეხსიერება დავკარგე, ვერაფერს ვიხსენებ.
ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.
იურისტი (უკმაყოფილოდ) : ეს ხომ ნავთია. ეგ პირველად, რომ მოვედი მაშინ ჩამაწვეთეთ.
ექიმი: გილოცავთ, თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია.
გაცოფებულმა იურისტმა გადაიხადა ფული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაბრუნდა, რათა როგორმე მოეხერხებინა 100 დოლარის მიღება.
იურისტი: მე მხედველობა დამიქვეითდა. ფაქტიურად ვეღარაფერს ვხედავ.
ექიმი: სამწუხაროდ ასეთი დაავადების სამკურნალო წამალი არ მაქვს. ინებეთ თქვენი 100 დოლარი.
იურისტი (როცა ბანკნოტს დახედა): ეს ხომ 20 დოლარია და არა ასი?!
ექიმი: გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


როგორ შექმნა ღმერთმა ქალი?



მსოფლიოში 10 ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება


საკვები, რომელიც დაგეხმარებათ დიაბეტის დროს


რა იწვევს ქალთა ფრიგიდულობას (ანორგაზმია)?


რა მიზეზები ასუსტებს მამაკაცის ლიბიდოს



0
260
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0