x
image
თორ ნიკე
Mediator image
ლეილა-თეფეს კულტურა
ლეილა-თეფეს კულტურა


კავკასიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.), ის შეცვალა ლეილა თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 4000 წწ.), ხოლო ლეილა თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200). ჩრდილოეთით ძვ.წ. 3700 წელს ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა, რომელიც სწორედ ლეილა თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდეგ კი ჩამოყალიბდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.).

როგორი იყო ლეილა-თეფეს კულტურა და რა ცხოვრების წესი ჰქონდათ მის მცხოვრებლებს, რა მოდგმის ხალხი იყო ისინი და სადამდე ვრცელდებოდა ეს კულტურა - ეს არის იმ კითხვების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ეს კულტურა შულავერის კულტურის გაგარძელება იყო, მაგრამ მისგან განსხვავებით ადამიანებმა დაიწყეს თავიანთი მიცვალებულებს დამარხვა სპეციალურად ამისთვის შექმნილ კერამიკულ სამარხ ჭურჭლებში. პირველად ეს კულტურა 1980 წელს აღმოაჩინა საბჭოთა არქეოლოგმა გ. ნარიმანოვმა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ძალიან ახლოს კახეთთან. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის გაყვანისას ამ ტერიტორიას დაზიანების საფრთხე შეექმნა და მასზე განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები. ეს კულტურა როგორც ჩანს ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც, ვინაიდან ნაპოვნია ცოტა მოგვიანო პერიოდის ამგვარივე სამარხები. ეს კულტურა ასევე მოიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს. ნაპოვნია სწორედ ამ კულტურის ნამარხები კასპის მუნიციპალიტეტში. ეს კულტურა ასევე დაკავშირებული გახლდათ აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონთან და ამას ადასტურებს აღმოჩენები: არსლანთეფე, ქორუჩუ-თეფე, თეფეჩიკი და სხვა. ახლა ამ აღმოჩენებს თურქული სახელები აქვთ, მაგრამ იმ პერიოდში ცხადია, არავითარი თურქები ამ ტერიტორიებზე არ სახლობდნენ, არამედ იბერო-კავკასიელთა ტერიტორიას წარმოადგენდა.


ლეილა-თეფეს კულტურა



ამ კულტურის ხალხიც, ისევე როგორც შულავერის კულტურაში, საკუთარ სახლებს და სხვა შენობებს ტალახის აგურებისგან აგებდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ექსპედიციამ სირიაში დაადასტურეს მაიკოპის კულტურის, ლეილა-თეფეს კულტურისა და უძველესი, დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე მდებარე IV ათასწლეულის ქალაქის - თელ ხაზნეჰის არტეფაქტების დიდი მსგავსება.

2012 წელს აღმოჩნდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქაბალას რაიონში, ყოფილი ჰერეთის სამეფოს ტერიტორიაზე, კახეთთან ახლოს მდებარე და დაღესტნის მოსაზღვრე რაიონში, ლეილა-თეფეს კულტურის კიდევ ერთი დასახლება. აქ აღმოჩენილ თითქმის ყველა არტეფაქტს აქვს აღმოსავლეთ ანატოლიური ქალკოლითური მახასიათებლები, მაგალითად ძალიან ახლოს დგას არსლანთეფეს არტეფაქტებთან. სწორედ ლეილა-თეფეს კულტურის წარმომადგენლები იყვნენ ის პროტოქართველები, რომლებმაც დაიწყეს პირველი მეტალურგიული სამუშაოები და მეტალურგია განვითარების მაღალ დონეზე აიყვანეს, მაგრამ მეტალურგიის ეს დიდი კულტურა შედარებით კნინდება მაშინ, როდესაც ლეილა-თეფეს კულტურას მტკვარ-არაქსის კულტურა ანაცვლებს.






კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
529
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0