x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"რა საშინელება დაატყდათ თავს ოჯახებს, რომლებმაც ავარიაში დაკარგეს ახლობლები„
imageსაქართველოს გზებზე მომხდარ ავტოკატასტროფებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფიო ქაცარავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:


მოკლედ, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ: კვირა არ გავა, რომ უბედურება არ გავიგოთ და ავარიის შედეგად არ შევიტყოთ რა საშინელება დაატყდათ თავს ოჯახებს.
ამ დროს ყველაფერი უფასურდება, აბსოლუტურად ყველაფერი. ამ დროს ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს ამაზე მეტი, რომ ადამიანმა ელემენტარულზე ელემენტარული წესრიგი და კანონი დაიცვას და ნურც თვითონ ჩაიგდებს საფრთხეში თავს და ნურც სხვას. მოზარდებს რა პასუხი უნდა მოვთხოვოთ, როდესაც ზრდასრული ადამიანები უფრო უპასუხისმგებლოდ იქცევიან. რა უნდა გააკეთოს ამ დროს ხელისუფლებამ, იმის ფონზე, რომ გამკაცრდა სანქციები (მერე რა, დავარღვევ და გადავიხდი), დაამონტაჟა ვიდეო კონტროლი (არც ეს არის პრობლემა, 200 კმ/სთ სიჩქარით ვივლი და გადავიხდი), კამპანია წამოიწყო ამოყირავებული და დამტვრეული მანქანები დაამონტაჟა ქუჩებში (არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ როცა არ ესმის ადამიანს, რომ სიცოცხლის ფასად უჯდება და სხვას კლავს, სხვა რა უნდა გააკეთო?!).

ვისი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, როდესაც კანონმორჩილება როგორც ასეთი და ამ სიტყვის მნიშვნელობა ასეთი უცხო და მიუღებელია საზოგადოებისთვის.

თუ საზოგადოება არ დაეხმარება და გვერდში არ დაუდგება სახელმწიფოს, ის ვერ შედგება. რაც არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ჯარიმები და სანქციები, საზოგადოება თუ არ არის კანონმორჩილი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ.


ეს მარტო ადამიანის სიცოცხლეს არ ეხება, თუმცა ყველაზე დიდი სასოწარკვეთა ასეთ უბედურებებს რომ ვიგებთ, მაშინ გვეუფლება. კიდევ რამდენი რამ არის, რაც შეიძლება საზოგადოების კონსოლოდირებით გამოვასწოროთ.

image



0
245
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0