x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რატომ გარბის დრო ასაკის მატებასთან ერთად სწრაფად და როგორ შევამციროთ ის?
image
ალბათ ბევრ ადამიანს შეუნიშნავს, რომ ასაკთან ერთად დრო უფრო სწრაფად გადის. ამას სამეცნიერო ახსნა აქვს.

ტვინის დრო არ არის შესაბამისი რეალურ დროსთან. ალბათ ყველას გახსოვთ ბავშვობის უსასრულო დღეები, როცა გვეჩვენებოდა, რომ უამრავი რამ ხდებოდა ერთ დღეში.

ასაკთან ერთად, გვიჩნდება შეგრძნება დღეების სწრაფად გასვლაზე და დღეში მცირე რაოდენობის მოვლენებზე.

დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს თავის ტვინის მუშაობისგან.


დროის აღქმის განსხვავებას ეწოდება დროებითი განსხვავება.

ერთი შეხედვით, ტვინი აღიქვამს დროთა ხანგრძლივობას, არა როგორც უწყვეტ ნაკადს, არამედ, როგორც სურათების შეცვლის სერიას.

წარმოიდგინეთ ფილმი. ის უწყვეტ სერიას ჰგავს, როდესაც სინამდვილეში ეს არის სურათების მუდმივი შეცვლა.

ტვინი აღიქვამს დროის გადაადგილებას, საათის ან კალენდრის მიხედვით, მაგრამ ყოველ ჯერზე ხდება ფსიქიკური სურათების ცვლილება.

ტვინის დრო იზომება სურათების თანმიმდევრობით, რომელიც იშვიათად ემთხვევა ნორმალურ დროს.

ასაკთან ერთად, ტვინის ნეირონები ცვლიან დროის აღქმას.
ადამიანის გონება განიხილავს ცვლილებებს, როდესაც აღიქმება გამოსახულებები.

ახალგაზრდობაში დღე გვეჩვენება გრძელი, რადგან ტვინი უფრო მეტ სურათს იღებს ერთ დღეში, ვიდრე ასაკში.

ბავშვობაში, სურათები უფრო სწრაფად მუშავდება, ვიდრე ზრდასრულ თაობაში.

ასაკთან ერთად, ნეირონების გადაადგილების გზა, რომლებიც განსაზღვრავენ დროის აღქმის სიჩქარეს, უფრო მეტად რთულდება.

დროის აღქმის შეგრძნებას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ცხოვრების გამოცდილება. ამ ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები არსებობს.

თუ ერთ დავალებაზე ფოკუსირდებით, სხვა რამეებისგან განცალკევების გარეშე, თხუთმეტ წუთში შეიძლება იფიქროთ, რომ დაგჭირდათ ერთი საათი.

ნევროლოგი ამბობს:- მსოფლიო რაც უფრო ნაცნობი ხდება, მით ნაკლებ ინფორმაციას იწერს ტვინი და უფრო სწრაფად გადის დრო.

დრო ელასტიურია ... ის იკლებს, როდესაც ტვინი გამოიყენება რთული ამოცანის გადაჭრისთვის, ან ახალი შეგრძნების მიღებისთვის.

დრო რომ შეანელოთ, უნდა გამოხვიდეთ ნაცნობი კომფორტის ზონიდან და სცადოთ ახალი ამოცანების გადაჭრა.







0
156
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0