x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რიგი წიგნის სალაროსთან „ლიბერთინსის“ ახალი გამოცემის პრეზენტაციაზე
image


თბი­ლის­ში წიგნ­ზე რი­გე­ბი დაბ­რუნ­და. 2 წლის წინ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ას­თან ახალ­გაზ­რდე­ბის რიგი პირ­ვე­ლად გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტმა - „ლი­ბერ­თინსი“ და­ა­ყე­ნა. ამ­ჯე­რა­დაც, „ლი­ბერ­თინ­სის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მის, „არ ილა­პა­რა­კო“ სე­რი­ის ბოლო წიგ­ნის, „ფი­ნა­ლის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ას უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა და­ეს­წრო და სა­ლა­როს­თან წიგ­ნის ყიდ­ვის მსურ­ვე­ლე­ბის რი­გიც კი იდგა.


წიგ­ნის წარ­დგე­ნა თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მო­ად­გი­ნეს მინი სპექ­ტაკ­ლიც. მსა­ხი­ო­ბებ­მა წიგ­ნი­დან ნა­წყვე­ტი გა­ა­ცო­ცხლეს და ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი: პაჩი და ნორა გა­ნა­სა­ხი­ე­რეს.


imageimage



ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ­მა სტუმ­რებ­მა წიგ­ნის წარმდგე­ნებს „არ ილა­პა­რა­კო“ სე­რი­ის სხვა წიგ­ნებ­ზე თა­ვი­ან­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს და მთა­ვა­რი გმი­რე­ბის შეც­დო­მებ­ზე ისა­უბ­რეს.


პაჩი და ნორა, ერთი შე­ხედ­ვით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყვი­ლია, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რობს, სწავ­ლობს და, უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბობს. მაგ­რამ ისი­ნი, ამა­ვე დროს, ირე­ა­ლურ სამ­ყა­როს ეკუთ­ვნი­ან: ერთი ნე­ფი­ლი­მია (ნა­ხევ­რად ადა­მი­ა­ნი და ნა­ხევ­რად ან­გე­ლო­ზი), მე­ო­რე - და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზი. ყვე­ლა კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ნორა და პაჩი უნდა იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­თან, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი ხომ ყვე­ლა და­წე­რილ კა­ნონ­ზე ძლი­ე­რია... „ფი­ნა­ლი“ „არ ილა­პა­რა­კო“-ს სე­რი­ის ლო­გი­კუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი და­სას­რუ­ლია, რო­მე­ლიც მკი­თხველს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავ­ბრუ­დამ­ხვევ ფი­ნალს სთა­ვა­ზობს.


image


რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ბერ­თინსს, ეს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც კი­თხუ­ლობს და არ­ჩევს მათ თა­ო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე, პო­პუ­ლა­რულ უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მელ­საც შემ­დგომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ქარ­თულ ენა­ზე გა­მოს­ცემს.


image


0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0