x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90232
  • ვიდეო:340123
  • სურათი:452523
პროფესიულ კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში ღია კარის დღე გაიმართა

image


საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში, რომელიც სოფელ სამრეკლოში მდებარეობს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ღია კარის დღე ჩატარდა.


ღონისძიებას კოლეჯ „აისის“ წარმომადგენლებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მათი მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის თეორიული სწავლების კლას-კაბინეტები და პრაქტიკული მეცადინეობის ბაზები. გადაეცათ ინფორმაცია პროფესიული პროგრამების მრავალფეროვნების, რეგისტრაცის ვადების, ტესტირების, სწავლის დაწყების და კოლეჯის მიერ შეთავაზებული სხვა სერვისების შესახებ.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0