x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თბილისში მომხდარმა შემზარავმა ავარიამ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა ( + ვიდეო )

imageსრულიად ქართული საზოგადოება შემძრა რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის ცენტრში მომხდარმა შემზარავმა ავარიამ, რომელმაც 16 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და მათ შორის ცნობილი ავტომრბოლელის და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტის მევლუდ მელაძის 16 წლის ბიჭის ნიკუშა ჯორჯაძის ტრაგიკული სიკვდილი. მევლუდ მელაძეს და მის მეუღლეს სალომე გველესიანს უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში და აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაკრძალვაზეც ვერ ბედავდნენ მისვლას და სამძიმრის თქმას ამ გაუბედურებული ოჯახისთვის. მევლუდ მელაძეს მთელი საქართველო იცნობს თავისი პროფესიის გამო. აი რას წერს უზომოდ დამწუხრებული და გაუბედურებული მამა სოციალურ ქსელში: - " ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია ... უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია ... დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე ... მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას".

Mevlud Meladze-მ(ა) განაახლა თავისი პროფილის სურათი.11 სთ.
კომენტარები
წინა კომენტარების ნახვა
54 / 1756-დან
თბი­ლის­ში მომ­ხდა­რ ავა­რი­ას 16 წლის ბიჭი ნიკუშა ჯორჯაძე ემსხვერ­პლა. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იჯდა, ხეს შე­ე­ჯა­ხა. უკან მჯდო­მი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სამი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო.გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ნიკა ჯორ­ჯა­ძეა, რო­მე­ლიც 16 წლის აგ­ვის­ტო­ში გახ­დე­ბო­და. ის "აგ­რო­ჰა­ბის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის, სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლია. სა­ლო­მეს ნიკა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.


0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0