x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თბილისში ლუდის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი 4 მაისს გაიმართება
image


2019 წლის 4 მაისს Alibi Arena 12:00 საათიდან ლუდის ფესტივალს უმასპინძლებს. სტუმრებს ბევრი სახეობის ლუდთან ერთად, გასართობ ღონისძიებაზე სხვადასხვა შემსრულებელიც დახვდებათ, რომლებიც ფესტივალს მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურად გააფორმებენ.


ლუდის ფესტივალზე წარმოდგენილი იმპორტულ, ქართული წარმოებისა და Craft-ლუდებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მცირე მეწარმეების ლუდებიც, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ხარშავენ ლუდებს. ფესტივალის ერთ–ერთი მიზანიც ქართული ლუდის ხარშვის კულტურის პოპულარიზაციაა.


ფესტივალის მუსიკალური ჰედლაინერი იქნება უკრაინული ჯგუფი 5’Nizza, დღის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს შეცვლიან შენდამე(თორნიკე ყიფიანი), Bedford Falls, დაგდაგანი, ჯგუფი ფრანი, ჯგუფი Reggaeon, შემდეგ კი დიჯეი დაუკრავს. ასევე ფესტივალის მიმდინარეობისას დაგეგმილია სხვადასხვა გათამაშებები, შეჯიბრებები და წარმოდგენები.



ღონისძიების წამყვანები – ანი გიუნტერი და ვანიკო თარხნიშვილი, როგორც სცენიდან, ისე სხვადასხვა აქტივობებიდანაც წაიყვანენ ფესტივალს.


ფესტივალის ორგანიზატორია Alibi Arena – ახალი საფესტივალო სივრცე ფონიჭალაში, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 7 წუთის სავალზეა. ფესტივალისთვის საკმაოდ კარგი რელიეფია და, 21 000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული, იქვეა განთავსებული სტაციონარული ბარები, დაიდგმება ჯიხურებიც, სადაც საკვები გაიყიდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 4 მაისს ორთაჭალის ავტოსადგურიდან 12:00 საათიდან Alibi Arena-მდე უფასო ტრანსპორტი დაინიშნება.


ფესტივალის მედიაპარტნიორები არიან: ambebi.ge, palitravideo.ge, marketer.ge, სტარვიზია/StarFM, რადიო კომერსანტი, რადიო უცნობი, რადიო მაესტრო/ვინილი, 4U მულტიმედია ჯგუფი.

0
11
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0