x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ტერიტორიის დაზვერვის გარეშე მაღალი სიჩქარით მოძრავი ბაიკერი 10 მეტრი სიღრმის ხევში გადაიჩეხა

image ნებისმიერი ესქტრემალური სპორტი შეიცავს საფრთხის საკმაოდ დიდ "დოზას", არა აქვს მნიშვნელობა ეს ექსტრემალური სპორტის რომელი სახეობა იქნება.
ამიტომაც სამწუხაროდ ძალიან ხშირია მძიმე თუ მსუბუქი ტრავმების მიღებაც, არც მონაწილის დაღუპვაა სამწუხაროდ იშვიათი მოვლენა.
მე არ მესმის ასე უაზროდ რატომ უნდა ჩაიგდო ადამიანმა თავი საფრთხეში, მაგრამ მეორე მხრიდან თუ დავაკვირდებით ამ ადამიანებს წმინდა ადამიანური ხედვით უკვე ხვდები ადრენალინის მისაღებად და საკუთარი აზარტულობის დასაკმაყოფილებლად, იქნებ სულაც "დიდების" საძიებლად ჩადიან ადამიანები ასეთ სარისკო ქმედებას.
ამ მხრივ არც მოტოსპორტია უსაფრთხო და ნაკლებად საშიში, კვირას 14 აპრილს 25 წლის მოტომრბოლელი ადრიან ოუენი მეგობრებთან ერთად სპორტული ბაიკით უელსში მარტირის მთებში ექსტრემალური მართვის ელემენტებს ამუშავებდა, როცა ტერიტორიის დაზვერვის გარეშე მაღალი სიჩქარით 10 მეტრი სიღრმის ხრამში გადაიჩეხა. ბაიკერს პირველადი დახმარება მეგობრებმა გაუწიეს, შემდეგ კი ტრავმირებული ბაიკერი სამაშველო ვერტმფრენმა კლინიკაში გადაიყვანა. მძიმე ტრავმების მიუხედავად, საბედნიეროდ ბაიკერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

0
198
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0