x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
„ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება დაუშვებელია“ - მევლუდ მელაძე

image


საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მისი 15 წლის ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ ბე-ემ-ვე-ს მარკის ყველა ავტომობილი მკვლელია და მასთან მოზარდების მიკარება დაუშვებელია.


მას რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად 15 წლის ნიკუშა დაეღუპა.


„ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას.“



შემთხვევა 15 აპრილს მოხდა – თბილისის შემოგარენში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ოთხი პირი იჯდა. ავარიის დროს დაღუპული ბიჭი „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის და მევლუდ მელაძის ვაჟია.


მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

0
828
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
828
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0