x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
,,ცხოვრობდა ერთი პატარა გოგონა,რომელსაც ყველა კეთილი ეგონა"...
imageმართლაც ასე იყო, მჯეროდა რომ ყველა კარგია მანამ, სანამ არ მომატყუეს.სანამ საუკეთესო მეგობრებმა გული არ მატკინეს.დავიღალე ამ ცხოვრებით, ამ სიყალბით.როცა ბევრი კითხვაა და პასუხი არაფერზე მაქვს.მინდა სხვა სამყაროში ვიცხოვრო, იქ სადაც ყველაფერი ლამაზია და კარგია.სადაც არავინ იტყუება და ყველას უყვარს.იქ მინდა ცხოვრება სადაც უყვართ.მე ამ სამყაროში შემთხვევით მოვედი.იქ უნდა მეცხოვრა სადაც არავინ თამაშობს და გულწრფელია ყველა.მე ხომ ყოველთვის გულწრფელი ვარ და რაიმეს ძალიან იშვიათად ვმალავ ან მაქვს კი რამე სხვა გზა?ხომ ვიცი როგორია ხალხი.დავიღალე იმაზე ფიქრით “რას იტყვის ხალხი?ხალხს რა მოეწონება?"მე ხომ ერთი ცხოვრება მაქვს, მაგრამ როგორც კი შენ გულს აჰყვები, მერე უკვე ცუდი ხარ, არ მესმის რატომ არ შეიძლება მე ის გავაკეთო რაც მინდა და ამით არაფერი დაშავდება იმიტომ, რომ ისეთს არაფერს ვიზამ ამის მერე, რომ მომერიდოს და თუ მე არ ვერევი სხვის ცხოვრებაში სხვები რატომ აფათურებენ ხელს ჩემს სულსა და გულში.

აქ “არგრძნობის" ქვეყანაა სადაც არანაირ გრძნობას არ ცნობენ.აქ არ იციან რაა ნამდვილი სიყავარული, არ იციან მეგობრობა და სიკეთე.იშვიათმა თუ იცის გრძნობის ფასი და მადლობა ღმერთს ასეთი ადამიანებიც არიან ჩემს გვერდით.თუმცა ადამიანთა უმრავლესობა თავის გულში არ ჩაგახედებს, გამუდმებით იტყუება.გამატარეთ მსახიობებო!მე მივდივარ, რადგან თქვენმა თამაშმა მე ვერ გამართო!კი, ცხოვრება თამაშია, მაგრამ მას ხომ აქვს წესები და არა მგონია თამაში თვალთმაქცობას ნიშნავდეს.ეს ასე არაა.მე დავიღალე უნდა შევქმნა ისეთი სამყარო როგორიც მე მინდა.ჩემს გვერდით მარტო ისეთი ადამიანები, რომ იყონ როგორიც მე მინდა რა თბილი და კეთილი სამყარო მექნებოდა.ნურავინ ნურაფერს დამიშლის!მინდა ისეთი მიმიღოთ როგორიც ვარ:თბილი, მეგობრული და სიყვარულზე შეყვარებული.ჩემთვის სიძურვილი არ უსწავლებიათ და არც მქონია ამ გრძნობის განცდა.არ იფიქროთ, რომ ჩემი თვისებებით იმიჯის შექმნა მინდა და ვთვალთმაქცობ.უბრალოდ ნუ იყენებთ ჩემს მიმტევებლობას, რადგან ბოდიში წამალი არაა და ჩემთან ტყუილი არ გჭირდებათ.მე ყველანი ლამაზი ტყუილების გარეშეც მიყვარხართ.თუმცა ერთი რამაა ტყუილს თითქმის არასდროს ვპატიობ: არის წუთები, როცა ფასი აღარ აქვს ბოდიშს

ყველას გპატიობთ და მიმხვედრიც მიხვდება ალბათ

მაგრამ გულიდან სამუდამოდ როგორმე წაგშლით


თქვენთვის კი ასეთ პატიებას ფასი აღარ აქვს

სწორედ ამიტომ ნურასოდეს ნუ მატკენთ მწარედ

ნუ მომატყუებთ მართალიც არ დაგეჯერებათ

გულით მინდოდა სულ ჩემს გვერდით ყოფილიყავით

გონებას ვერა შევასმინე იმას არ სჯერა

გონება ფიქრით დაიღალა გული ტკივილით

ისიც არ ვიცი მე ამ ლექსით რა მსურდა მეთქვა

დანგრევას მხოლოდ წუთი უნდა შენებას წლები

რაც ერთხელ ტყდება მერე იგი არ გამთელდება...

ამიტომ გავუფრთხილდეთ სიტყვებს!“სიტყვაა ის რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ, არ უნდა გეთქვა!"...

3
279
3-ს მოსწონს
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
279
  
2012, 20 ივლისი, 20:03
ძალიან მიმტევებელი ვარ
2012, 20 ივლისი, 18:53
ხოდა გაუშვი ერთ ადგილას ყველა ეგეთი : )
0 1 3