x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მარტოობაში სიკვდილისთვის ვერ გავიმეტე...» – პატარა ჩესტერს სიმსივნე ჰქონდა

კოლუმბუსელმა (ჯორჯია, აშშ) ნიკოლ ელიოტმა (Nicole Elliott) განცხადება ნახა, რომლიდანაც შეიტყო, რომ კიბოთი დაავადებულ ძაღლს ჰოსპისი ესაჭიროებოდა, რომ მისი უკანასკნელი დღეები, რაც შეიძლება ბედნიერი ყოფილიყო. მან გადაწყვიტა, რომ ჩესტერი (Chester) თავისთან წაეყვანა.


image


ჩესტერი ძაღლების თავშესაფარში იყო და ნიკოლი ვერ შეეგუა იმ აზრს, რომ ის მარტოობაში მოკვდებოდა – «მე ის დანახვისთანავე შემიყვარდა, უნდა დავფიქრებულიყავი და გადამეწყვიტა, შევძლებდი, თუ არა ამ ყველაფერთან გამკლავებას და ბოლოს ვიფიქრე, რომ ეს საოცარი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის».


image


«ვიცოდი, რომ მას საკუთარი პასუხისმგებლობით ვიყვანდი და ვალდებული ვიყავი ჩესტერისთვის უკანასკნელი დღეები გამეხალისებინა. ამიტომ, ყველა სურვილს ვუსრულებდი: როგორც ხედავთ, ავტომობილში მისი საყვარელი ადგილი ცენტრალური კონსოლი იყო, რომელზეც თავს მეფედ გრძნობდა».


image


«ვცდილობდი, მისთვის ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მიმეცა, რომელიც სავარაუდოდ, არასდროს ჰქონია. ვფიქრობ, რომ ტკივილს ვერ გრძნობდა. თუმცა, ასაკის გამო, ძალიან ნელა მოძრაობდა. იმ პერიოდის მანძილზე, რაც ერთად ვიყავით, ჩესტერმა ბევრი რამის გაკეთება მოასწრო: გაისეირნა ავტომობილით, იყო მაღაზიაში, სადაც რბილი საწოლი, სათამაშოები და «გემრიელობები» ვიყიდეთ, მიირთვა ჰოდ-დოგი, ძაღლის ნაყინი, იბავანა რძის და შვრიის აბაზანაში...».

ნიკოლის შვილი პეისლიც ზრუნავდა ოჯახის ახალ წევრზე და ყველანაირად ცდილობდა, რომ ჩესტერის ყოველი დღე მხიარული და ხალისიანი ყოფილიყო.


image


«ჩესტერს ოპერაცია გაუკეთეს და სიმსივნე ამოკვეთეს. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, ის ისევ წარმოიქმნა და მაშინ მივხვდით, რომ ეს უკვე დასასრული იყო...
მე ის ხელში, მის ბოლო ამოსუნთქვამდე მეჭირა, ვეუბნებოდი, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარდა და წასვლის არ შეშინებოდა. დარწმუნებული ვარ, ხვდებოდ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ის ჩვენთვის და რომ, მან სიყვარული შეიცნო... და თუ დღეს გული მტკივა, ამ ტკივილს ის მიმსუბუქებს, რაც ამ პატარა არსებამ, თავისი წასვლის შემდეგ დატოვა. მან უამრავი ადამიანი შეკრიბა თავის ირგვლივ. მათ აჩვენა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მხნეობას ინარჩუნებდა და ყველას სიყვარულს ჩუქნიდა».



image

imageimageimageimageimageimageimage






0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0