x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
საქართველოს ტახტის მემკვიდრე სრულ ნდობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას

image
საქართველოს სამეფო სახლი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს დავით ბაგრატიონის შემდეგ განცხადებას “მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური, პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ.მათ წარმოშვეს ძალიან დიდი და რთული ბზარი ჩვენს ურთიერთობაში.მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია რასაც ისინი ავრცელებენ.მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას.ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები.არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს." აღნიშნული განცხადება დათარიღებულია 2019 წლის 18 აპრილს.

2
47
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
47
  
2019, 19 აპრილი, 11:49
დიახ, ნამდვილად დანარჩენმა სამთავროებმაც რომ მოიტხოვონ აბსოლიტურად ლეგიტიმური იქნება.თუმცა მე არც ერთი მონარქის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებ არანაირად ვინც არ უნდა იყოს.ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სად აქვს საქართველოს შესაბამისი ბიუჯეტი სამეფო სახლი რომ შეინახოს ?!საპატრიარქო რატომ აწვება ამ მონარქიის აღორძინებას არ ვიცი.
2019, 19 აპრილი, 10:12
და რატომ გავიქეცი ქვეყნიდანო რას ამბობს?
ან ეს ჯინჯილები, რომ დაუკიდია არცერთ ბრძოლაში ეს არ შემხვედრია.
ცალსახად არა მონარქიას, ეს არ და ვერ იქნება ლეგიტიმური მონარქი, რადგან საქართველოს ბოლო მეფეები არ იყვნენ ერთიანი საქართველოს მონარქები.
რატომ ვუჩხიკინებთ ნაღმს, როცა მისი გაუვნებელჰყოფა არ ვიცით. ოდიშის სამთავროს აღდგენა, რომ მოითხოვონ დადიანებმა, გურიელებმა გურიის სამთავროსი ხომ იქნება ლეგიტიმური მათი მოთხოვნა?!
შევეშვათ ამ მეფობანას თამაშს, პატრიარქსაც აწევს ამათი შეუღლების გამო ცოდვა...
0 1 2