x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გარდაიცვალა

image


კახეთში ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელი და ფრაქციის თავმჯდომარე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა სახელდება.


ბესიკ იაშვილი თავდაპირველად გულის შეტევით თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მალევე მისი გადაყვანა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გახდა საჭირო. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


იაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა, რის შემდეგაც საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია შექმნა. ის იმავდროულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

0
705
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
705
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0