x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კობახიძე: ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მითქვამს - ბილწსიტყვაობა ნიკა გვარამიას ხელწერაა

image
“ტყუილია გავრცელებული - მსგავსი რამ მე არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეს სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან“,
- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა.


პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებას მოუწოდა, ტყუილს ნუ გაავრცელებს.


„ნიკა გვარამია „ჩემი შენ გითხარის" პრინციპით მოქმედებს. ცხოვრებაში არ მითქვამს არც ეგ სიტყვა და არც სხვა სიტყვები, რომლებსაც თქვენი პარტიული ტელევიზიის დირექტორი იყენებს. ბილწსიტყვაობა არის თქვენი პარტიის ხელწერა და აქედან გამომდინარე, სხვას ნუ დააბრალებთ იმას, რაც არის თქვენი ხელწერა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

1
67
1-ს მოსწონს
ავტორი:შოკმედია
შოკმედია
67
  
2019, 18 აპრილი, 20:17
შოკმედია :)
0 1 1