x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოქვეყნდა პრესის თავისუფლების რეიტინგი-რუსეთს ვენესუელამაც კი გაასწრო
image

"რეპორტიორი საზღვრების "გარეშე აქვეყნებს თავისუფალი პრესის ყოველწლიურ მსოფლიო რეიტინგს.


პრესის თავისუფლების რეიტინგს უკვე მესამე წელია ზედიზედ სათავეში ჩაუდგა ნორვეგია, პირველ ხუთეულში შევიდნენ აგრეთვე ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და დანია.


ბოლო 180-ე ადგილი დაიკავა თურქმენეთმა, ექსპერტთა განცხადებით ამ ქვეყანაში პრესის თავისუფლების მხრივ უფრო უარესი სიტუაციაა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში, რომელსაც ბოლოს წინა ადგილი უკავია.



ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა კვლავ რჩება ზონებად, სადაც ჟურნალისტების მუშაობა ყველაზე რთული და სახიფათოა.


ცუდი მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ორ ქვეყნაში, ანუ "რეგიონალურ მძიმეწონოსნებში", განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთი, (157-ე ადგილი)რომელსაც "რეპორტიორები საზღვრის გარეშე" უწოდებენ "ჟურნალისტთა ყველაზე დიდ სატუსაღოს მსოფლიოში".

image

იგივე მდგომარეობაა უზბეკეთშიც(160-ე ადგილი), სადაც ახლახან დატოვეს ციხე უკანასკნელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ისლამ კარიმოვის რეჟიმის დროს დააკავეს.


"ავტორიტარული რეჟიმები კარგავენ თავიანთ პოზიციებს.ამის მაგალითია ვენესუელა, (148-ე ადგილი)სადაც ჟურნალისტები განიცდიან ძალადობას სამართალდამცავების მხრიდან და რუსეთი, (149-ე ადგილი)სადაც კრემლი აძლიერებს ზეწოლას ინტერნეტზე და დამოუკიდებელ პრესაზე"-აღნიშნულია მოხსენებაში.

image

შარშანდელთან შედარებით რეიტინგში სამი პუნქტით ჩამოქვეითდა აშშ(48-ე ადგილი), ამის მიზეზად დასახელდა დაძაბული ატმოსფერო, რომელიც დონალდ ტრამპის გამონათქვამებს ახლავს ჟურნალისტების მიმართ.


"არასდროს ისტორიაში არ მომხდარა, რომ ამდენი მუქარა წამოსულიყოს ამერიკელი ჟურნალისტების მიმართ და აქამდე არასდროს ასე ხშირად არ მიუმართავს ჟურნალისტებს კერძო სააგენტობისთვის, რომ დაიცვან მათი უსაფრთხოება" აღნიშნულია დასკვნაში.


რაც შეეხება სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს -უკრაინას 102 ადგილი უკავია, აზერბაიჯანს 166, ხოლო სომხეთს 61, რითაც ერთი ადგილით გავუსწარით, ჩვენს ქვეყანა მე-60 ადგილზეა.




პრესის თავისუფლების რუკა გამოყოფილია ხუთ ზონად: თეთრი(კარგი სიტუაცია) ყვითელი(საშუალოდ კარგი), ნარინჯისფერი (პრობლემური სიტუაცია)წითელი(რთული სიტუაცია) და შავი(სიტუაცია ძალზე სახიფათოა)

imageimage

სრული სია იხილეთ აქ.

2
37
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
37
  
2019, 18 აპრილი, 18:36
ნორვეგია მარტო ამ მხრივ არ არის პირველი..კიდევ ბევრ სხვა რეიტინგებშიც ან პირველია ან სამეულშია
2019, 18 აპრილი, 18:21
საინტერესოა ძალიან ,ნორვეგია ჩემი ფავორიტია :)
0 1 2