x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვამ ჩემთვის ბევრი კითხვა გააჩინა

image აი ასე გამოიყურებოდა ხანძრამდე ორი კვირით ადრე გადაღებულ სურათზე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
ორშაბათის საღამოს პარიზში ნოტრ-დამის ტაძარში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც გაანადგურა პარიზელებისათვის და არა მხოლოდ პარიზელებისათვის ღირსშესანიშნავი ადგილი.
ტაძრის წარმომადგენელმა ანდრე ფინომ განაცხადა, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, ხანძრის გაჩენისათვის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, ტაძარში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები.
პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
პატარა თეთრი ბოლი, რომელიც გამოჩნდა ტაძრის გუმბათზე მალევე შეცვალა უზარმაზარმა ცეცხლის ალმა. პარიზელების თვალწინ გათამაშდა უდიდესი ტრაგედია, მათ თვალწინ იწვოდა უდიდესი ისტორიის მქონე დიდებული ტაძარი, რომელიც არაერთი მწერლის თუ პოეტის შთაგონების წყარო გამხდარა.
ასაკოვანი პარიზელები ტიროდნენ, ხედავდნენ რა თუ რა სწრაფად ნადგურდებოდა მათი ეროვნული სიამაყის ტაძრად აღმართული ძეგლი.
ათასობით ადამიანი უყურებდა ტაძრის დაწვას მდინარე სენის ნაპირებიდან თავზარდაცემული.
ვინსენტ დანის, მეხანძრე კონსულტანტის და ნიუ-იორკის სახანძრო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით სახანძრო მანქანების სახანძრო მილები არაა საკმარისი და ეფექტური ასეთი სიმაღლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, სახანძრო ვერტმფრენები კი არ იქნა გამოყენებული რათა წყლის დიდ მასას არ გაენადგურებინა გამოტანამდე ტაძარში დაცული სიწმინდეები.
12-13 საუკუნეებში აშენებული ტაძარი ითვლებოდა ყოველწლიურად პარიზში ჩასული 13 მილიონამდე ტურისტისათვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად.
ტაძარში, როგორც ავღნიშნე მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები. დღის სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსული მუშების თვალწინ ყველასგან მოულოდნელად დაიხურა ტაძრის მთავარი შესასვლელი კარები, რასაც რამდენიმე წამში თეთრი კვამლის ამოსვლა მოჰყვა გუმბათიდან, რაც მალევე გადაიზარდა უზარმაზარ ხანძარში.
ტაძრის გუმბათი და ჭერი დამზადებული იყო მუხის მასალისაგან, არაა გასაკვირი, რომ საუკუნეების მანძილზე გამომშრალ ხის მასალას სწრაფადვე წაკიდებოდა ცეცხლი.
პროკურატურა მუშაობს ორ ვერსიაზე, დაუდევრობით გამოწვეულ ხანძარზე და მიზანმიმართულად გაჩენილ ხანძარზე.
დრო გვიჩვენებს დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გამო დაიწვა ეს დიდებული ტაძარი თუ ვანდალების მსხვერპლი გახდა.
სამწუხაროდ მუსლიმი თემის ნაწილში საფრანგეთშიც და საქართველოშიც ამ დიდებული ტაძრის დაწვას ბევრი აღფრთოვანებით შეხვდა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage ესეც აღნიშნული ფაქტით გახარებული მუსლიმები უცხოეთში და საქართველოში
imageimageimage














0
76
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
76