x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ შევღებოთ სააღდგომოდ კვერცხები, მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტით
ვიცით, რომ აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომლის კონკრეტული თარიღი არ არსებობს, თუმცა მერყეობს 4 აპრილიდან 8 მაისს შორის (სავარაუდოდ). წელს, ეს ბრწყინვალე დღესასწაული 28 აპრილს იქნება, მანამდე კი მორწმუნე ადამიანები თვენახევრიან, მძიმე მარხვას ინახავენ და იხსნილებენ ე.წ პასკით (რომელსაც "ჯვრის პურსაც" უწოდებენ) და წითლად შეღებილი კვერცხით.


image



რატომ ვღებავთ კვერცხებს წითლად?!


წმიდა გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მაცხოვრის მიმდევარი და მისი ერთგული მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს, რომელსაც ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა!. “ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება” – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა.



გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.




ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.


image


გარდა კვერცხის შეღებვისა და პასკის ცხობისა, მორწმუნეები, სხვადასხვაგვარი დეკორაციებით რთავენ სააღდგომო კუთხესა თუ სუფრას და კვერცხებს არამარტო წითლად, მრავალ ფერადაც კი ღებავენ, რომლისთვისაც მრავალი ფერის საღებავს იყენებენ, რომლებიც კვერცხის ხარშვისა და ღებვის პროცესში კვერცხის ბზარიდან აღწევს მასში, ან უბრალოდ ნაჭუჭიდან შეიწოვება და საკვებად საშიში ხდება.


დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ შეღებოთ წითელი კვერცხები მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტით.


image


წითელი ჭარხალი - შესანიშნავი ბუნებრივი მღებავია. მართალია, კვერცხი ისეთი წითელი ვერ იქნება, როგორ ფერსაც მავნე საღებავი აძლევს, თუმცა თქვენი ოჯახის წევრები, უსაფრთხოდ მიირთმევენ მათ.


როგორ შევღებოთ კვერცხები ჭარხლით? - ჭარხალი დაჭერით პატარა ზომის კუბებად, შესაბამის ქვაბში, რომელშიც კვერცხის შეღებვას გეგმავთ, ჩაალაგეთ გარკვეული ნაწილი, დააწყვეთ კვერცხები და ზევიდან კვლავ ჭარხლის კუბიკები დაალაგეთ. შემოაყენეთ ცივი, ონკანის წყალი და ჩაასხით ორი სუფრის კოვზი თეთრი ძმარი. დადგით ქურაზე და აადუღეთ. ადუღების შემდეგ, ადუღეთ 15 წუთი. კვერცხები ცივ წყალში გადაიტანეთ და გააგრილეთ, რადგან გაფცქვნის დროს, ნაჭუჭს არ მიეწებოს. ღამით კი, როდესაც ჭარხლიანი წყალი, რითიც ღებავდით, გაცივდება, შეგიძლიათ ისევ ჩაალაგოთ ეს შეღებილი კვერცხები და შედგათ მაცივარში მთელი ღამით, რომ უფრო ინტენსიური წითელი გახდეს ისინი. (შეგიძლიათ ხახვის ფოჩი და ენდროც გამოიყენოთ)





იხილეთ აგრეთვე:



რატომ იწერენ მართლმადიდებლები პირჯვარს მარჯვნიდან-მარცხნივ და კათოლიკეები პირიქით- მარცხნიდან-მარჯვნივ?image






რას აღნიშნავს სამი თითი პირჯვრის წერის დროს და ლოცვა "მამაო ჩვენო"?– ის, რაც აქამდე არ იცოდითimage

0
629
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0