x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვაშოროთ დეოდორანტის კვალი მაისურებსა და კაბებს?!
დეოდორანტი შეიძლება იყოს როგორც ჰიგიენის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ასევე თავსატეხი ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ძვირადღირებული და მაღალხარისხიანი გელი და აეროზოლებიც ხშირად ტოვებენ კვალს ჩვენს საყვარელ მაისურებსა და კაბებზე, რომელთა მოცილება დამეთანხმებით რომ ადვილი სულაც არაა.


image


დღევანდელ სტატიაში მინდა გაგანდოთ ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი ტანსაცმლიდან დეოდორანტის კვალის მოცილებაში.





1. გამოიყენეთ მარილი.

image


მარილი ადვილად გაუმკლავდება ქსოვილში მჭიდროდ ჩამჯდარ ძველ ლაქებსაც კი როგორც ფერადი, ასევე მუქი ფერის ქსოვილიდან. აიღეთ მწიკვი მარილი და დააყარეთ დალაქულ ადგილას წინასწარ დასველებულ ქსოვილს. გააჩერეთ 8–12 საათი (უმჯობესია პროცედურა ღამით ჩაატაროთ), შემდეგ ისევ ცოტა მარილი დააყარეთ და ხელში მოსრისეთ (გაჭეჭყეთ) ქსოვილი. ამის მერე შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში.







2. გამოიყენეთ ძმარი.

image


დეოდორანტით დალაქულ ტანსაცმელს ადვილად გაუმკლავდება ძმარი. ჩადეთ ძმარში ლაქიანი მაისური (პირობითად) და გააჩერეთ მთელი ღამით, შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.


შენიშვნა: არ ჩაალბოთ ძმარში თეთრი ფერის ტანსაცმელი, რადგან ის მათ გააყვითლებს.







3. გამოიყენეთ არაყი ან სპირტი.

image


ეს მეთოდი უებარია მუქი ფერის ტანსაცმლიდან თეთრი ფერის ლაქების მოსაცილებლად. დაასხით არაყი ან სხვა სპირტიანი სასმელი ლაქიან ადგილას და დააყოვნეთ რამდენიმე წუთი, მაგრამ არაუმეტეს ერთი საათისა. შემდეგ კი გარეცხეთ. შედეგი მალევე ნათელი გახდება.







4. გამოიყენეთ მშრალი სპირტის აბი.

image


მშრალი სპირტის აბი ერთ–ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ტანსაცმლიდან ჩამჯდარი ლაქების ამოსაყვანად. გააზავეთ ის წყალთან 50/50–ზე პროპორციით და ჩაალბეთ ლაქიანი ტანსაცმელი, რამდენიმე წუთში კი კარგად გარეცხეთ. ის არა მარტო აცილებს ლაქებს, სპობს უსიამოვნო სუნსაც.




იხილეთ აგრეთვე:




ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთimage






როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკებიimage





როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათimage





სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდიimage





როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშეimage





როგორ მოვიშოროთ ულვაშები სამუდამოდ- ეს მეთოდი გაგაოგნებთ!image






როგორ გავითეთროდ გაშავებული იღლია მხოლოდ უმი კარტოფილითimage

0
385
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0