x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90233
  • ვიდეო:340123
  • სურათი:452526
5 დღის ამინდის პროგნოზი

ამინდი

18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში 18 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-22 აპრილს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 18 აპრილს შესაძლებელია ქარბუქი. 21-22 აპრილს მცირე თოვლი მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში.

0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:შოკმედია
შოკმედია
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0