x
image
გემი დალანდი
ალცჰაიმერის პროფილაქტიკა და მეხსიერების გაუმჯობესება ხანშიშესული ადამიანებისთვის
ჩენ ტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სხვადასხვა გაჯეტები ცხოვრებას უფრო გვიმარტივებენ. თუმცა, ამავდროულად, ტვინის მუშაობასთან დაკავშირებული დაავადებების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. 60 წლის შემდეგ უამრავ ადამიანს აღენიშნება მეხსიერების პრობლემები.ექიმების განცხადებით ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ტვინს ვაზარმაცებთ: ტექსტს კი არ ვწერთ-კომპიუტერში ვკრეფთ, სხვადასხვა დავალებების ამოხსნას ონლაინ ვეძებთ და ზოგიერთი ჰობიც კი უკვე ინტერნეტს უკავშირდება.

imageსპეციალისტების განცხადებით, ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის არსებობს ნაცადი მეთოდი: საჭიროა ყოველდღე ხელით წეროთ.

ამ სტატიაში 7 საფუძვლიან მიზეზს გეტყვით, თუ რატომ უნდა იქონიოთ უბის წიგნაკი და კალამი.


მეხსიერების ვარჯიში

თანამედროვე კვლევები ამტკიცებენ, რომ როცა ხელით ვწერთ, ამ პროცესს სწორედ ტვინის მუშაობა წარმართავს და არა მხედველობა ან უბრალოდ ხელების მოძრაობა. თუ ყოველდღე 20 წუთს დაუთმობთ ხელით წერას, სარგებელი უზარმაზარი იქნება:



1.ემოციების დამუშავება

როცა ადამიანი ხელით წერს ქაღალდზე, ის ემოციებს განიცდის. ამიტომაა, რომ ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ პაციენტებს თავისი განცდები ქაღალდზე გადაიტანონ, რათა ფსიქოემოციური დაძაბულობა მოიხსნან. ყველაზე კარგია-გააერთიანოთ სასიამოვნო სასარგებლოსთან და დღიური აწარმოოთ. ამ გზით სტრესისგან გათავისუფლდებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ტვინის ნორმალურად მუშაობისთვის.

image

2.მეხსიერება

როცა ხელით ვწერთ, ტვინის ის ნაწილი ერთვება მუშაობაში, რომელიც ფსიქომოტორულ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, უმჯობესდება მეხსიერება: ხელებმა ხომ მოძრაობაში უნდა გამოსახონ აუცილებელი ასოები და ნიშნები. აი, როცა ადამიანი კლავიატურაზე მუშაობს, მაშინ ყველაფერი ავტომატურად ხდება.

image

3.წვრილი მოტორიკა

როცა ხელით ვწერთ, ტვინის ნახევარსფეროების ერთობლივი მოქმედება ხდება, ფსიქიკური ფუნქციები კი უკეთესად ვითარდება. ბავშვებში ეს პროცესი უფრო სწრაფად ხდება, მოზრდილებში კი აუცილებელია ეს პროცესი გავააქტიუროთ. ეს შესანიშნავი პროფილაქტიკაა ალცჰაიმერის საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კერვა, ქსოვა და ქარგვა არ ეხერხება ან არ უყვარს. წერის დროს ხომ ადამიანი ყურადღებას და მეხსიერებას საჭირო დონეზე ინარჩუნებს.

image

4.წარმოსახვა

როცა ხელით ვწერთ, ამ პროცესში მარჯვენა ნახევარსფერო უფრო მეტადაა ჩართული. სწორედ ის აგებს პასუხს ხატოვნად აზროვნებაზე, მხატვრულად აღქმასა და ემოციებზე. შეგიძლიათ ექსპერიმენტიც ჩაატაროთ:დაწერეთ რაიმე ხელით და შემდეგ კი კომპიუტერზე. ნახავთ, რომ ხელნაწერი ტექსტი უფრო ემოციური და სასიამოვნოდ აღსაქმელი იქნება.

image

5.ინტელექტუალური განვითარება

ნორმალური ზეპირი და წერილობითი უნარები, ჯანმრთელი ადამიანის ერთერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია . როცა ექიმები ფსიქოდიაგნოსტიკურ კვლევას ატარებენ, ამ დროს ყოველთვის ამოწმებენ ნორმაში აქვს თუ არა ადამიანს ზეპირი და წერილობითი უნარები. ჩვეულებრივ, ამ დროს ადამიანს ანკეტას აძლევენ, რომელიც ხელით უნდა შეივსოს და რომელიც საშუალებას იძლევა, რომ რიგი ფსიქიკური დარღვევები გამოირიცხოს.

იმისთვის, რომ უბრალო ფრაზა დავწეროთ, აუცილებელია ჯერ ეს ფრაზა მოვისმინოთ, ბგერები გავარჩიოთ და ხელის მოძრაობით მათი ჩაწერა მოვახდინოთ სპეციალური სიმბოლოებით.image

6.ზეპირი მეტყველება

წერილი -არა მარტო მოძრაობითი აქტია.მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ წერა ზეპირ მეტყველებაზეც დიდ გავლენას ახდენს. რაც უფრო მეტს წერს ადამიანი, მით უფრო უადვილდება მას საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და მისი გადმოცემა.image

7.წიგნიერება

როდესაც ხელით ვწერთ, მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ტექსტის სისწორეზე. ჩვენ ვაგებთ პასუხს ორთოგრაფიასა თუ პუნქტუაციაზე.თუ შეგვეშალა, შეცდომებსაც ჩვენ ვასწორებთ. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენს წიგნიერებას ამაღლებს და თანაც საშუალებას გვაძლევს ძველი გამოცდილების საფუძველზე ფრაზა ახლებურად გადავაწყოთ, რაც ისევ და ისევ ტვინის მუშაობას ააქტიურებს.imageსამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანს ხშირად არ აქვს იმის საჭიროება, რომ ხელით წეროს. ძნელი სათქმელია, თუ დღეში რამდენი ხანი უნდა წეროს ადამიანმა. ეს იგივეა, რაც წიგნის კითხვა, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა-ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. დასაწყისისთვის სცადეთ წერას ცოტა დრო დაუთმოთ, შემდეგ ეს დრო თანდათან გაზარდეთ და მალე შეამჩნევთ, თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი მეხსიერება და ლოგიკური აზროვნება.


0
99
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0