x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
შეგაწუხათ პიგმენტურმა ლაქებმა? - მაშინ, ეს მარტივი რჩევა კონკრეტულად თქვენ გეხებათ

image


როგორც ერთ-ერთი ლათინური ანდაზა გვამცნობს, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია. ვიღაცას მსუბუქი რუჯი ხიბლავს, ვიღაცას კი არისტოკრატული სიფერმკრთალე ურჩევნია, როგორც მაგალითად, დიტა ფონ ტიზს.


image


თუკი თქვენც უფრო მეორე ვარიანტს ანიჭებთ უპირატესობას, გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ არასასურველი პიგმენტური ლაქებისა და ნამზეურის მოცილებაში დაგეხმარებათ. ამის საუკეთესო საშუალებად კი, ორი ისეთი პროდუქტი ითვლება, რომელიც სახლში ნებისმიერ თქვენგანს მოეპოვება - ეს არის ბრინჯი და რძე.


image


მაშ ასე, მათეთრებელი სკრაბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:


1. ჭიქა უმი ბრინჯი

2. ნახევარი ჭიქა რძე


1 ნაბიჯი - ბრინჯი ისე უნდა დაფქვათ, რომ ფხვნილის კონსისტენცია მიიღოთ.

2 ნაბიჯი - დაფქვილ ბრინჯს დაამატეთ ნახევარი ჭაქა რძე.

3 ნაბიჯი - აურიეთ ერთმანეთში ეს ორი ინგრედიენტი, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. და ჰოი საოცრებავ, ჩვენი სასწაულმოქმედი სკრაბიც მზად არის.


გამოყენების წესი:


image


მსუბუქი მასაჟის საშუალებით დაიტანეთ სკრაბი სახესა და ყელზე და დაიტოვეთ ნაზავი 10 -15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ. სასურველი ეფექტის მისაღწევად პროცედურა კვირაში 2-3 ჯერ გაიმეორეთ.



0
168
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
168