x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97218
  • ვიდეო:344085
  • სურათი:459183
ამ მოვლენების დაჯერება, ნამდვილად გაგიჭირდებათ
უძველესი დროიდან ცდილობს ადამიანი ახსნას ბევრი საოცარი რამ, რაც ჩვენს პლანეტაზე მრავლად ხდება. მოვლენებიდან ბევრი მათგანი მეცნიერულად დასაბუთებულია, თუმცა ბევრი რამ კიდევ რჩება პასუხგაუცემელი.


image


დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ფენომენალურ მოვლენებზე მინდა მოგითხროდ, რომელთა სიღრმეს მეცნიერები ვერ ჩაწვდნენ და თქვენც გაგიჭირდებათ დაჯერება.




1. ცეკვის ეპიდემია.


image



1518 წლის ივლისში, სტრასბურგში, ქალბატონი სახელად მადამ ტროფე ქუჩაში გავიდა და სახალხოდ, სრულიად უმიზეზოდ ცეკვა დაიწყო. მისი ცეკვა არ გაჩერდა არც დღე და არც ღამე, უმეტესობა კი მას გიჟად მიიჩნევდა. ერთი კვირის შემდეგ მას 34 ადამიანი შეუერთდა, თვის მანძილზე კი მათი რიცხვი რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა. მათგან უმეტესი გულის შეტევით ან ინსულტით გარდაიცვალა, თუმცა დანარჩენებს ცეკვა არ შეუწყვეტავთ. ჯამში 400 "მოცეკვავე" გარდაიცვალა.


ამ ფენომენის ზუსტი მეცნიერული ახსნა ვერ იქნა ნაპოვნი. ვერცერთი თეორია ვერ ხსნის იმ ხალხის წარმოუდგენელ გამძლეობას, რომელთაც შეძლეს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუსვენებლად ცეკვა.






2. ენდრიუ კარლსინი (Andrew Carlsin).

image


2003 წელს, FBI–მ საფონდო ბირჟაზე თაღლითობის ბრალდებით პირი დააკავა. 800 $ –დან, რომელიც მის კუთვნილებაში იყო, შეძლო და 2 კვირის განმავლობაში 350 მილიონი $ გამოიმუშავა, რის გამოც 126 ძალიან სარისკო გარიგება დადო. დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ინფორმაციას მომავლიდან ფლობდა და 2256 წლიდან დროის მანქანით დაბრუნდა. დაპატიმრებიდან მალევე ვიღაცამ მის გასათავისუფლებლად 1 მილიონი $ გადაიხადა, რის შემდეგაც კარლსინი უკვალოდ გაქრა.







3. მდუღარე მდინარე.

image



პატარა ბიჭს, ანდრეს რუზოს ბაბუისგან ჰქონდა გაგონილი ერთი ლეგენდის შესახებ, რომლის თანახმად ამაზონის დაბლობზე არსებულ მდუღარე მდინარეს მსხვერპლებს სწირავდნენ. მის ძიებაში ჩართულმა კი 2011 წელს მართლაც აღმოაჩინა მდინარე, რომლის ტემპერატურა 86 ° C–ია. წყლის საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უახლოესი ვულკანი მისგან 700კმ–ის მოშორებითაა.







4. ფოტო ბრალორნის მუზეუმიდან.

image


ფოტო აღმოჩენილია Bralorne Pioneer Museum–ში და მყისიერად გახდა სენსაცია. ფოტოზე მოვლენები 1941 წელს კანადაში ოქროს ხიდის გახსნას ასახავს. ხალხის ნაკადში ადვილად შეამჩნევთ სხვანაირად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც 40–ან წლებს სულაც არ შეეფერება და თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სვიტერზე 21-ე საუკუნის ლოგოა გამოსახული, ატარებს მზის სათვალეს და ხელში პორტატული კამერა უჭირავს. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ფოტოზე დროში მოგზაურია დაფიქსირებული.






5. გაყინული გოგონა.

image



1980 წლის 20 დეკემბერს, 19 წლის ჯინ ჰილიარდი მინესოტასკენ მშობლებთან მიემგზავრებოდა, თოვლიან გზაზე მოულოდნელად მანქანა გაუფუჭდა და გადაწყვიტა ფეხით მისულიყო მეგობრების სახლამდე, რომელიც ახლოს მდებარეობდა.


სიცივისგან ჰიპოთერმიის გამო მან გონება დაკარგა და თოვლში, -22 ° C –ზე ექვსი საათი გაატარა სანამ იპოვნიდნენ. საავადმყოფოში გადაყვანის დროს დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო, კანიც ისეთი გამაგრებული ჰქონდა სიცივისგან, რომ ინექციის გაკეთება ვერ მოხერხდა. ექიმები დარწმუნდნენ რომ ჯინა მკვდარია, ამიტომ გადაწყვიტეს უბრალოდ გაელღვოთ სხეული. ლღობის დროს მან მოძრაობა დაიწყო, მალევე თვალები გაახილა და წყალი მოითხოვა. სამი დღის შემდეგ ფეხებიც აამოძრავა, 6 კვირის შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი გაწერეს საავადმყოფოდან.






6. გემი მოჩვენება "Carroll A. Deering"–ი.

image



გემი სახელწოდებით Carroll A. Deering–ი იყო ამერიკული სატვირთო შანერი, რომელიც დღეს აჩრდილად მოიხსენება, ის, 1921 წელს წყალში გაჩერებული იპოვეს, თუმცა პერსონალის კვალს ვერ მიაგნეს, მათი პირადი ნივთები გამქრალი, სანავიგაციო მოწყობილობები და საჭე დაზიანებული იყო. საოცარი ის არის, რომ საკვები პროდუქტები სადილის მოსამზადებლად იყო გამზადებული. კაპიტნის სალონში იპოვეს სხვადასხვა ზომის სამი წყვილი ფეხსაცმელი, სანიშნე რუკაზე კი არ იყო კაპიტნის ხელწერა. 1922 წლის ბოლოს გამოძიება შეწყდა, რადგან დამამტკიცებელი დასკვნები ვერ მოიპოვეს.






7. წვიმის კაცი.

image


ყველაზე იდუმალი ამბავი დონ დეკერს შეემთხვა. 1983 წელს, სტრასბურგში, დონის ბაბუა გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ, ღამით, სანამ დონი დაიძინებდა, სასოწარკვეთაში ჩავარდა, რადგან ოთახის ჭერიდან და კედლებიდან, რომლის მიღმა არანაირი წყლის მილი და წყარო არ არსებობდა, წყალმა იწყო ჟონვა. ამ ფენომენს ახსნა ვერ მოუხერხა და პოლიცია გამოიძახა, რომლებმაც დასტრესილი დონი სახლს გაარიდეს და უახლოეს პიცერიაში მიიყვანეს. იგივე მოხდა იქაც, პიცერიის ჭერსა და კედლებიდან წყალმა იწყო ჟონვა და მანამ არ შეწყდა, სანამ დონმა არ დატოვა შენობა. ეს პარანორმალური ინციდენტი 1993 წლის 10 თებერვალს Unsolved Mysteries- ზე იყო ნაჩვენები.





იხილეთ აგრეთვე:




ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრაimage







ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანაimage






საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთimage






უცხოპლანეტელთა არსებობის ისტორიული მტკიცებულებაimage

0
2851
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2851
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0