x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"ვერც ვდებ ამ საშინელ ამბავს აქ, საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა"
image


15 აპრილს, თბილისის შემოგარენში მომხდარ საზარელ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა და დაშავდა 3 ახალგაზრდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა


ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 16 წლის ახალგაზრდა, "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის ვაჟია.


ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა.



შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


აღნიშნულ შემთხვევას ეხმაურება ჟურნალისტი ეკა ხოფერია.


"ვერც ვდებ ამ საშინელ
ამბავს აქ, ვერც ვერაფერს ვწერ სალომეს და მევლუდის ტრაგედიაზე. ღმერთო მიეცი ძალა არ მოკვდნენ ამ დიდი განსაცდელისგან.... საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა"- წერს ეკა ხოფერია.


სოციალურ ქსელში ამ სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის დეტალების შე­სა­ხე­ბაც წერენ.

"14-16 წლის 4 ახალ­გაზ­რდა მო­წყდა 200 კმ/სთ-ით... ნი­კუ­შა უკან იჯდა და და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე უკან მჯდო­მი მე-3 სტა­დი­ის კო­მა­შია და მძღოლს არა­ფე­რი ჭირს".

0
760
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0