x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ დავადგინოთ ასაწონი ტკბილეულის "ვადის" გასვლის თარიღი?
ძნელია კბილეულისა და სასუსნავის მოყვარულებმა "სუპერმარკეტებში" საყიდლებზე წასვლის შემთხვევაში ფერად და ლამაზ "სტელაჟს" გვერდი აუარონ. ის ისე მაცდურად გამოიყურება, რომ ცდუნებას ვერ ვუძლებთ და მთლიანი ფილა თუ არა, ასაწონი განყოფილებიდან რამდენიმე მათგანი მაინც შემოგვეყიდება ხოლმე.


image


ალბათ, ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, უყიდია ასაწონი კანფეტი ან შოკოლადი, გახსნის შემდეგ კი შეუნიშნავს უცნაური ფერი, სუნი და ზოგჯერ გემოც. ერთადერთი კი რაც ამ დროს მოგდით თავში მისი ვარგისიანობის ვადაა. თუმცა, საცალო შეფუთვაზე ტკბილეულის ვარგისიანობის და გამოსვლის თარიღების მითითება ხშირ შემთხვევაში არ ხდება, შესაბამისად კი რჩებით გაურკვევლობაში და მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. როგორ მოვიქცეთ აღნიშნულ სიტუაციაში, რომ საეჭვო ხარისხის და ვარგისინობას გადაცილებული ტკბილეული არ ვიყიდოთ?



image



იმის დასადგენად ძველი ტკბილეული მოგყიდეს თუ არა მაღაზიაში, სრული უფლება გაქვთ კონსულტანტს (გამყიდველს) მოსთხოვოთ ამ პროდუქტის აღმნიშვნელი დოკუმენტი ან კოლოფი, საიდანაც მოხდა მისი დაფასოვება, რადგან მასზე აუცილებლად იქნება გამოშვების და ვარგისინობის თარიღი დატანებული. სურსათი ვალდებულია შეინახოს მსგავსი ტკბილეულის კონტეინერი მის ამოყიდვამდე. (ან უბრალოდ ყიდვამდე შეამოწმეთ ეს ყველაფერი)


სამწუხაროდ ხდება ისეც, რომ სურსათის თანამშრომლები ძველ და ახალ "პარტიას" ურევენ ერთმანეთში და კოლოფის დასტურად რომ ის ახალი პროდუქტია, სრული შესაძლებელია სინამდვილეში ძველი იყოს. მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია დაფასოვებული ტკბილეული შეიძინოთ.



image


გამოსადეგი ინფორმაცია: მინანქრიანი კანფეტები ინახება 1.5-დან 4 თვემდე; დამატკბობლებით დაფარული კანფეტები 1 თვე; ხილის კარამელები 6 თვე; ე.წ საწუწნი კანფეტები 6 თვე, თუმცა შენახვის თითოეული წესის დაცვით 5 წელი.






იხილეთ აგარეთვე:





სუპერმარკეტში გატეხილი პროდუქციის ღირებულება არ გადაიხადოთ! იცით რატომ?image







სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ!image







როგორ დავიბრუნოთ ბანკომატის მიერ "ჩაყლაპული" ბარათი სასწრაფოდ? ეს უნდა იცოდეთ!image







აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგანimage




0
393
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0