x
image
ზოგადი განათლება
ისტორიული რელიქვიები, რომელზეც მსოფლიოს გული შესტკიოდა და ნოტრ-დამის ხანძარს გადაურჩა

როგორც იცით, 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, შემთხვევითობის გამო, ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ხის სახურავი მთლიანად დაიფერფლა. ამ მოვლენამ კაცობრიობა შეძრა და წარუშლელი კვალი დატოვა. ადამიანები მთელი მსოფლიოდან თანაუგრძნობდნენ ფრანგებსა და არა მარტო მათ, მთელ მსოფლიოს.

-

იხილეთ ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი ზიანი მიაყენა ხანძარმა ისტორიულ ტაძარს - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ.

-

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგვაიმედა: "ნოტრ-დამს 5 წელში აღვადგენთ და ის კიდევ უფრო მშვენიერი იქნება"



წარმოგიდგენთ იმ რელიქვიებს, რომლებიც ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა. ტაძარში არსებული ღირსშესანიშნაობების ნაწილი ლუვრის მუზეუმში განთავსდება.

image




პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში არსებული გადარჩენილი ხელოვნების ნიმუშების ტრანსპორტირება კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება. გადარჩენილ ნივთებს შორისაა ეკლის გვირგვინი, რომელიც კათოლიკეებს შორის გავრცელებული მოსაზრებით სწორედ ისაა, რომელიც ქრისტეს წამებისას თავზე დაადეს.

image

-

ეკლის გვირგვინი ეს არის დაწნული ეკალი რომელიც ქრისტეს ჯვარცმის წინ თავზე დაადგეს როგორც მეფის გვირგვინი. სანამ ჯვარს გააკრავდნენ ხალხი დასცინოდა და იძახდა აბა თავს უშველე მეუფე ჰურიათაო. თავის დროზე ის ბიზანტიაში ინახებოდა მაგრამ შემდეგ ჯვაროსნული ომების შემდგომ საფრანგეთში გადაინაცვლა.

-

image

-

''და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალთაგან გჳრგჳნი. და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას...'' (მარ. 9:17-19)

-

ხანძარს გადაურჩა უდიდესი ზარი ''ემანუელი''. იგი სამრეკლოზე 1685 წელს აღმართეს და მისი წონა 23 ტონას აღემატება.

-

image

-

1856 წლიდან პარიზის ღვთისმსობლის ტაძრის ოთხი ზარი ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ რეკდა, მცირეოდენი გადაცდენის გარეშე. ისინი რეკდნენ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისას, 1944 წელს პარიზის გათავისუფლებისას... ოთხივე მათგანს საკუთარი სახელი, ფრანგი წმინდანების პატივსაცემად ეწოდა: ანჟელიკ-ფრანსუაზა, ანტუანეტ-შარლოტა, იასინთ-ჟანი და დენიზ-დავიდი“.

-

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის 850-ე იუბილეზე ყველა ზარი ჩამოხსნეს რევოლუციასთან დაკავშირებით. ამჟამად კათედრალს 10 ზარი აქვს, მათგან უდიდესი ემანუელია. ზარების ჩამოხნსა ისტორიაში ''ზარების დადუმების'' სახელითაა ცნობილი.

-

საოცარია, რომ ამ მასშტაბის ხანძარს, დიდებული 1700-იანი წლების 8000 ხმოვან-სტვირიანი ორღანი გადაურჩა.

-

image

-

ტაძარს ამშვენებდა მე-13 საუკუნის ეკლესიის სამი ფერადი მინის ფანჯარა. იგი დღემდე გოთიკური ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშად ითვლება. როგორც BBC -ის სტატიაში ვკითხულობთ ვიტრაჟებს ცეცხლი არ შეხებიათ. აგრეთვე, მინების უმეტესობა უვნებელი დარჩა.

-

image

-

დიდებულმა ფრანგმა მწერალმა, ვიქტორ ჰიუგომ, ''პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის'' წერა 1829 წელს სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ თანამედროვეებისათვის შეეხსენებინა გოთიკური არქიტექტურის მნიშვნელობა, რომელიც ხშირად მიტოვებული იყო და სხვა შენობებით ანაცვლებდნენ. ამ პერიოდში ტაძრის ვიტრაჟები თეთრი მინებით ჩაანაცვლეს მეტი სინათლისათვის.

-

1225 წელს ვიტრაჟები დაიკარგა, ამიტომ მე-19 საუკენეში ისინი ხელმეორედ შექმნეს. თვალისმომჭრელი ვიტრაჟები ზუსტად ორღანის ზემოთ მდებარეობს და საოცრად ლამაზ აღქმით ეფექტს იწვევს მნახველის თვალში.

-

image

-

გადარჩენილია, სარესტავრაციოდ გამზადებული თორმეტი მოციქულისა და ოთხი ევანგელისტის ქანდაკება. ისინი ნოტრ-დამის სახურავიდან ხანძრამდე ერთი კვირით ადრე ჩამოიტანეს. ეს ბოლო ას წელში პირველი შემთხვევა იყო, როცა ქანდაკებებმა ნაგებობის სახურავი დატოვეს.

-

image


-

გადარჩენილ არქეტიპებს შორისაა პარიზელი ქალწული — 1, 8 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება.

ნაწილობრივ დაზიანებულია ქვის გორგულიები, რომლებიც ჰიუგოს ნაწარმოების გმირის, კვაზიმოდოს გარემოცვაში ხშირად იყვნენ.


-

image




დაუზიანებელია ტუნიკა(მოწესეთა ფართო და გრძელი სამოსი თარგის გარეშე. ხშირად მას წელზე თოკით ან ქამრით იმაგრებენ. შესაძლოა ასევე ეწოდოს ტალარსაც), რომელიც წმინდანად შერაცხილ მეფე ლუის მეცხრეს ეცვა.მოწესეთა ფართო და გრძელი სამოსი თარგის გარეშე. ხშირად მას წელზე თოკით ან ქამრით იმაგრებენ. შესაძლოა ასევე ეწოდოს ტალარსაც.

-

image

-

ამჟამინდელი ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დონორებმა 700 მილიონ ევროზე მეტი გაიღეს.
-
image
-

***თავდაპირველად ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა ანრი პინომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის გაჩენის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად ის და მისი ოჯახი 100 მილიონ ევროს გამოყოფდა.


***საფრანგეთის უმდიდრესმა მოქალაქემ ბერნარდ არნომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევრო გაიღო.


***ფრანგულმა ელექტროენერგიის კომპანიამ Total 100 მილიონი ევრო გაიღო.


***საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონმა 10 მილიონი ევრო უკვე გასცა აღდგენისთვის საჭირო პირველადი სამუშაოებისთვის.


***L’Oréal-ის ჯგუფმა ბეტანკურის ოჯახთან ერთად განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ და ამისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფდნენ.


***ფრანგულმა საკრედიტო და რისკის მართვის კომპანიამ FIMALAC 10 მილიონი ევრო გაიღო.


***ბუიგის ჯგუფმა, რომელიც სამშენებლო კომპანიას, უძრავი ქონების სააგენტოსა და ტელეკომპანიას ფლობს, 10 მილიონი ევრო გასცა.


***მულტინაციონალურმა სარეკლამო და სატრანსპორტო კორპორაციამ JCDecaux ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის 20 მილიონი ევრო გამოყო.


***ფრანგულმა სოსიეტე ჟენერალის საბანკო და ფინანსური სერვისების კომპანიამ 10 მილიონი ევრო გაიღო.


***საფრანგეთის რეგიონის ოვერნი-რონა-ალპების ადგილობრივმა მთავრობამ 2 მილიონი ევრო გასცა.


***ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სამუშაოებისთვის 9 მილიონი ევრო გამოყო.


***ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიაში Cap Gemini განაცხადეს, რომ ტაძრის აღსადგენი სამუშაობისთვის 1 მილიონ ევროს გასცემდნენ.


***ფრანგულმა კაზინო ჯგუფმა და კომპანიამ Apple ასევე განაცხადეს, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ ტაძრის აღდგენაში.




--------------------------------------------


ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი

--------------------------------------------

იხილეთ ავტორის სხვა საინტერესო სტატიები

--------------------------------

culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!

--------------------------------

ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს

--------------------------------

მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა

--------------------------------

U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!

--------------------------------

''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა

--------------------------------

სინგაპურმა - ლიდერმა ქვეყანამ საერთაშორისო განათლების სფეროში საღეჭი რეზინები, როგორც სკოლაში, ისე მთელ ქვეყანაში აკრძალა

--------------------------------

ჭკვიანი კაცის ქცევის 15 წესი

--------------------------------

სტილის 10 გაკვეთილი ჯორჯო არმანისგან

--------------------------------

მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება

--------------------------------

0
154
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0