x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავხდეთ მეხსიერების გურუები

ზარმაცი

მეხსიერება

თანამედროვე სამყაროში მაშინ, როცა ინფორმაციის რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეხსიერების გაუმჯობესება. უხსოვარი დროიდან არსებობდა სტრატეგიები, რომლებიც ანვითარებდნენ ადამიანთა მეხსიერებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია რომაელების წვლილი ამ დარგში. დღესდღეობით მსოფლიოში მეხსიერების ჩემპიონატები ტარდება, სადაც ერთმანეთს სუპერ მეხსიერების მქონე ადამიანები უპირისპირდებიან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი მეხსიერების შეძენა სწორი ვარჯიშებით შესაძლებელია.დღეს მე გასწავლი სიისა და რიცხვების დამახსოვრების მეთოდს რაც საინტერესოსთან ერთად სახალისოცაა .
მაშ ასე დავიწყოთ. სიების დამახსოვრება რაც ერთი შეხედვით ძალიან მოსაწყენია, თუმცა მერწმუნე ძალიან სახალისო თავგადასავლი გელის წინ. საუკეთესო გზა გარკვეული მიმდევრობის დასამახოვრებლად ე.წ გონებრივი რუკაა ვარჯიშისთვის კი ასე ვიქცევით : წარმოიდგინეთ საკუთარი ოთახი და 5-6 ავეჯი ან ობიექტი. ოთახში თქვენ დგეხართ კართან და ამ ობიექტებს საათის ისრის მიმართულებით ირჩევთ ხოლო შემდგომ დასამახსოვრებელ ერთეულებს ალაგებთ ამ ავეჯზე უფრო თვალსაჩინო რომ იყოს ავიღოთ მაგალითი: დავუშვათ გვაქვს სია

1.კალამი

2. წიგნი

3. ვეფხისტყაოსანი

4. შაქარი

5. საათი

6. ლეპტოპი

ამ შემთხვევაში საჭიროა ავარჩიოთ 6 დეტალი ჩვენს ოთახში მაგალითად ასე:

1.მაგიდა

2. კომპიუტერი

3. საწოლი

4.ტელევიზორი

5.ფანჯარა

6.სარკე

შემდეგ ეს ორი სია უნდა დავაწყვილოთ ანუ წარმოიდგინე, რომ მაგიდა ლურჯია იმიტომ რომ მელანი გადმოსულია კალმიდან რომელიც იქვე მაგიდაზე დევს, შემდეგ წარმოიდგინე, რომ კომპიუტერის საშუალებით ინტერნეტში წიგნებს კითხულობ და პროცესორში წიგნებს ინახავ ხოლმე.აი ასე კრეატიულად უნდა დააწყვილო . ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე წამში შეგეძლება ასეთი სიების დამახსოვრება, დაიმახსოვრე რთული არაფერია !

გადავიდეთ დიდი რიცხვების დამახსოვრებაზე, მანამდე ერთი თხოვნა მექნება, რაც შეიძლება მალე დაიმახსოვრე შემდეგი რიცხვი - 1734279284104568831230 . შენ იფიქრებ, რომ ეს შეუძლებელია, თუმცა აქაც არსებობს ძალიან მაგარი გამოსავალი . შენ ეს რიცხვები წყვილებად უნდა დაყო ანუ 17-34-27-92-84-10-45-68-83-12-30, შემდეგ კი კრეატიულობის გამოჩენაა საჭირო, შენ უნდა გაიხსენო ვინ დაიბადა 17 რიცხვში და ეს პიროვნება დააწყვილე შენს ნაცნობთან, რომელიც ახლა 34 წლისაა და აი ასე გააგრძელე, საინტერესო ისტორია შექმენი . შეიძლება 17-ში შენი მეგობარი ნიკა დაიბადა, ხოლო 34 წლის შენი ბიძაშვილი მარია ეს ორი პიროვნება ერთმანეთს დაუკავშირე მაგალითად, თუ როგორ მოდიან ერთად შენს დაბადების დღეზე.

გახსოვდეს მეხიერებას ვარჯიში სჭირდება, ისევე როგორც შენს ფიზიკურ მონაცემებს უნდა ვარჯიში და შენარჩუნება . მეხსიერებაში მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონი დომენიკ ობრეიენს ახალგაზრდობაში ძალაინ სუსტი მეხსიერება ჰქონდა, თუმცა საკუთარ თავთან მუშაობით მან 8-ჯერ მოიპოვა მეხსიერებაში ყველაზე პრესტიჟული ტიტული.

დროებით, შევხვდებით მეხსიერების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე !


0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო ჭელიძე ჭელიძე
დათო ჭელიძე ჭელიძე
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0