x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჯუნა: როგორ მოხვდა ყუბანის პატარა სოფლიდან ექსტრასენსი მოსკოვში
image
ცნობილი ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი 2015 წელს მოსკოვში გარდაიცვალა. ჯუნამ დედაქალაქში ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა. თუმცა, ის ყუბანის პატარა სოფელში დაიბადა და ახალგაზრდობაში ცხოვრობდა საქართველოში. ჟურნალისტის ლევ კოლოდნის განცხადებით, რომელიც პირადად გაეცნო ჯუნას, ის არ აპირებდა დაეტოვებინა თბილისი. მაგრამ მისი ბედი გადაწყვიტა შემთხვევამ და ერთმა ხელისუფლების წარმომადგენელმა.
ევგენია დავითაშვილი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ჯუნა, დაიბადა სოფელ ურმიაში, კრასნოდარის მხარეში. თუ დავუჯერებთ"50 ცნობილი მკურნალის და ნათელმხილველის" გამოცემას, ევგენიას უჩვეულო შესაძლებლობები ბავშვობაში გამოაჩნდა. ევგენია ხელების დახმარებით კურნავდა თავის ტკივილს და კუნთების ტკივილს. ადგილობრივებს ჯუნას სახით უჩვეულოდ არაფერი ჩაუთვლიათ, რადგან, მისი ბებია ადრე სოფელში მკურნალობდა. ის ფაქტი, რომ მან მოგვიანებით აირჩია ექიმის პროფესია, არც გაკვირვებიათ.

როგორც დენის ლობკოვი თავის წიგნში "მეოცე საუკუნის უდიდესი მისტიკა" წერს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯუნა გადავიდა არმავირში და შემდეგ თბილისში. საქართველოში ევგენია მუშაობდა სასტუმროში დამლაგებელად, ასევე, ბარმენად და კაფეში მენეჯერად. მან წარმატებით შეუთავსა მუშაობა სწავლას, სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობდა. განათლების მიღების შემდეგ, ჯუნა სპორტულ საზოგადოება "დინამოში"მედდად თითქმის ორ წელიწადი მუშაობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის განაგრძობდა ხალხის განკურნებას ხელებით.

სვეტლანა სავიცკაიას მონაცემებით, წიგნიდან "ჯუნა. გულის მარტოობა ", კრწანისის სანატორიუმში მუშაობის დროს ევგენია დავითაშვილმა ქართულ ელიტას თავისი შესაძლებლობები აჩვენა. მალე თითქმის ყველა მაღალჩინოსანმა გაიგო ჯუნას და მისი ჯადოსნური ხელების შესახებ. სხვათა შორის, ჯუნა კრწანისში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, რომლისგანაც მას ეყოლა ვაჟი ვახტანგი.

ასე რომ, საქართველოში ჯუნას ჰქონდა სრულიად დამკვიდრებული ცხოვრება და ოჯახი. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტი და მწერალი ლევ კოლოდნი წიგნში "ჯუნა. დიდი მკურნალის საიდუმლო" წერს, რომ ევგენია დავითაშვილი თბილისის დატოვებას არ აპირებდა.


თუმცა, იგივე კოლოდნი წერს, რომ ერთ დღეს სახელმწიფო სსრკ-ს სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტის ხელმძღვანელის ნიკოლაი ბაიბაკოვის მეუღლე ცუდად გახდა. ექიმები ვერ დაეხმარნენ ქალს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც, როგორც ყველა, იცნობდა ჯუნას ნიჭს, ბაიბაკოვს ურჩია დავითაშვილისთვის მიემართა დახმარებისთვის.

თავის მემუარებში, "ორმოცი წელი მთავრობაში" ნიკოლაი ბაიბაკოვმა დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლი სრულად ვერ განიკურნა, ჯუნას სეანსებმა მას ავადმყოფობა შეუმსუბუქა.

თავდაპირველად, ევგენია ცხოვრობდა თავის შვილთან ერთად სასტუმრო "მოსკოვში", შემდეგ კი დასახლდა ბაიბაკოვის ნათესავების ბინაში. მალე, არა მარტო ჟურნალისტებმა შეიტყვეს ქართველი მკურნალი შესახებ. გავრცელდა ჭორები, რომ იგი მოსკოვში საერთოდ არ ჩანდა ბაიბაკოვთან, არამედ სტუმრობდა ბრეჟნევი და იმ დროისთვის ცნობილი სახეები. ჯუნას სტუმრობდა იოსეფ კობზონი, ვლადიმირ ვისოცკი, რობერტ როჟდსტვენსკი და მრავალი სხვა ვარსკვლავი.

როგორც ლევ კოლოდნი წერს, ნიკოლაი ბაიბაკოვმა ჯუნა უწყების პოლიკნინიკაში მოაწყო სამუშაოდ. ამის შემდეგ, რადიოსადგურისა და ელექტრონიკის ინსტიტუტში. ამავდროულად, დავითაშვილზე პრესაში დაიწყეს წერა ბაიბაკოვის დახმარებით. სპეციალისტებმა დაიწყეს ევგენიას შესაძლებლობების შესწავლა. მას შემდეგ, ჯუნა საბოლოოდ დამკვიდრდა მოსკოვში, სადაც 1990-იან წლებში არბატზე ბინაც შეიძინა.




1
628
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
628
  
2019, 17 აპრილი, 19:30
ჯუნა მოკლეს, ამაზე მისი უახლოესი მეგობრები მტკიცებულებით ფორმაში საუბრობდნენ და ფაქტებითაც ამყარებდნენ ამ ვერსიას.
"პუსტ გოვორიატ"-ში ჯუნას უახლოესმა მეგობარმა ზაზა გაბედავმაც ისაუბრა ამაზე.
0 1 1