x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„მენეჯერი მეჩხუბებოდა, ფანჯრებს ვერ წმენდ კარგადო, არადა მტვრის ნაწილაკს არ ვტოვებდი"

image

“გლდანი-დიღმის დამაკავშირებელი ხიდი
დიღმის მხარე
ერთ-ერთი სამრეცხაო
"მოვალეობა - გარეცხილი მანქანის გაშრობა ტილოთი"
3 დღე უფასოდ იმუშავეთო შემდეგი 10 დღე 20 ლარზეო,
მერე თუ აგიყვანეთ, 30-40 ლარიო ( ეს სტაჟირების ვარიანტში კი, მაგრამ რათ უნდა მანქანის გაშრობას 3+10 დღე სტაჟირება?
წყალი არ მოდიოდა ჩვენთან დასალევი, ამისთვის სამრეცხაოს კაფეტერიაში უნდა შევსულიყავით, ოღონდ შორი გზით, რადგან მენეჯერს არ სურდა ჩვენი ყოფნა არც კაფეში და არც მის გარეთ სკამებზე. ბინძურად გვთვლიდა ადამიანებს, რომლებიც გარეცხილ–გაკრიალებულ მანქანას ვაშრობდით.
შემდეგ გაირკვა, რომ გარკვეული რაოდენობა მანქანების თუ არ შემოვიდოდა, 20 ლარსაც ვერ მივიღებდით დღეში. ღამე 1 კაცი უნდა დარჩენილიყო ეს გრაფიკითაც არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული და შესაბამისად არავინ იცოდა, ღამე ვინ რჩებოდა.
თავ–პირს ********* და წელზე ფეხს ვიდგამდი რასაც ჰქვია..
16 ვიყავით ჩემი ჩათვლით იგივე მოვალეობაზე 4 კაციან ჯგუფებად დალაგებული. მენეჯერი მეჩხუბებოდა, ფანჯრებს ვერ წმენდ კარგადო, არადა მტვრის ნაწილაკს არ ვტოვებდი ზედ, ორივე ხელით იქით–აქეთ სწრაფად ვუსვამდი და თან სისწრაფე კარგის მომტანი არაა და მანქანაც არ უნდა დაგვეზიანებინა, თორემ ჩვენ მოგვაჭრიდნენ ხელფასიდან ან მოგვატანინებდნენ.
შემდეგ მოდის მენეჯერი და იწყებს ისევ შუშაზე ჩხუბს
-რატოა ჭუჭყიანი
-უფროსო მე სტაჟირებას გავდივარ ეს კი იმას ნიშნავს რომ თქვენ უნდა მასწავლოთ მე ის რაც მე არ ვიცი, უკვე არაერთხელ მაძლევთ ერთი და იგივე უადგილო შენიშვნას. გამომართვით ტილო, აი სველი და აი მშრალი, აგერ ბატონო შუშის ქიმიური ხსნარიც, Lead the way Commander.
(მათთვის ვინც არ იცის( მძღოლის წინ არსებული შუშა გარედან უნდა გაიწმინდოს სველი ტილოთი და შემდეგ მშრალით გარედან სველი ტილო დასაშვებია რადგან ჰაერის ნაკადი უფრო მეტად მოძრაობს და აორთქლებს მას ვიდრე მანქანის შიგნით ასევე მანქანის შიგნით ჰაერის ნაკადი ნელა მოძრაობს რაც მის გახურებას იწყებს და განსაკუთრებით მაშინ როცა ზაფხულია და ცხელა))
არ მინდა შენი მოცემული ტილოები წავიდა და აიღო გასარეცხად გადადებული ყველაზე ბინძური ტილო რომელსაც ნავთობის ფერის წყალი გასდიოდა თუ გაწურავდით
ადგა და ეს ტილო შიგნიდან წაუსვა თავისი ქიმიური საშუალებით და ერთი სიტყვით საქმეშიც და შუშაზეც მოისაქმა...
მძღოლი მოვიდა წაიყვანა მანქანა და ვფიქრობ ახლა მე ფიზიკოსი რომ ის ჭუჭყი რაც მენეჯერმა დაუტოვა იმ კაცს აორთქლდება და სხვა შუშებიც დაისვრება ისევე როგორც მთელი სალონი სავარძლები.
ფრაზა "ეს კაცი უკან მობრუნდება" არ მქონდა დამთავრებული როცა მოვიხედე და მისი მანქანა სიგნალ სიგნალით შემოვიდა სამრეცხაოში და მძღოლმა აგრესია ვერ შეიკავა და მე მეჩხუბა
ამ ყველაფრის მერე ჩემს ჯგუფს სტიმულს არ ვუკარგავდი მაინც
"აბა ბიჭებო წამოხტით ცოცხლას მარდად აბა ლომებო " და რავიცი რაც მომაფიქრდებოდა
მეთვითონ ზედმეტი წონა მაქვს და ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით ვერ ვმოძრაობ სწრაფად მაგრამ გინდა დაიჯერეთ გინდა არა პირველი მე ვდგებოდი და მივრბოდი სულ რომ ამის თავი არ მქონოდა მაინც.
იმ სამი უფასო დღის მანძილზე ყოველდღე სხვადასხვა პერსონალი მხვდებოდა .საქმე იმაში იყო რომ ეს დამსაქმებელი "ეკა" ( გვარი არ მახსოვს თეთრ თმიანი და სათვალიანი ქალია) 3 დღე უფასოდ ამუშავდება ადამიანს და გაუშვებდა მერე ისე რომ არც გააფრთხილებდა აიყვანა თუ არა.
იტოვებდა მხოლოდ მის ნათესავებს ასეთი კი მხოლოდ მშრობელებში 3 ნი იყვნენ და ეს მხოლოდ ჩემთან.
იგივე სამსახურში მუშაობდნენ 15 16 17 წლის არასრულწლოვნები და მათთაც ასევე ექცეოდნენ.
საბოლოო ჯამში ამას ტრეფიკინგი ჰქვია შენივე სამშობლოში შენივე ეროვნების წარმომადგენელზე.
საჭმელი რომ მოჰქონდათ ( დღეში ერთხელ) მოჰქონდათ ისეთი რომელიც ქარხნისგან ან მარკეტისგან დაწუნებული იყო ( ანუ ფულს არ იხდიდნენ ამაში) ან ვადა გასული იყო.
ქვასავით გამხმარი პური, გაფუჭებული კალბასი, რასაც ცხიმი უნდა ჰქონოდა აი უცხიმოდ რომ ვერ გაკეთდებოდა ფიზიკურად, არც ეგ ჰქონდა. ერთი სიტყვით თუ წყალს მოგიტანდნენ, იმაზეც მადლობელი უნდა ყოფილიყავი ცარიელი ბოთლი თუ შეგხვდებოდა.
სამუშაო საათები
09:00 21:00, ღამის თენებაზე
09:00 09:00.ღამის თენება იმას ნიშნავდა, რომ 24 საათი იმუშავებდი და დილის 9 საათი გახდებოდა, ისევ იწყებოდა სამუშაო დღე. ეგეც 36 საათი და თუ მანდაც მოგიწევდა ღამის თენება, 48 და ასე შემდეგ..”image

0
207
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0