x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რომანოვების ისტორია და ქართველები
imageრუსეთის პირველ მეფეს რომანოვების ისტორიიდან მიხეილი ერქვა, ხოლო უკანასკნელს მიხეილი, თუმცა მას გვირგვინი არ მოურგია.

რუსეთის პირველი მეფე მიხეილ რომანოვი Земский Собор მიერ იქნა არჩეული, რომელიც იმ პერიოდის რუსულ პარლამენტს 1 000 კაციანი შემადგენლობით გამოირჩეოდა და მასში ხმის უფლება ქონდა 300 გლეხს.

რუსეთის პირველი მეფე რომანოვების დინასტიიდან საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

როგორც პირველ რომანოვს მიხეილს, ასევე უკანასკნელს ნიკოლოზს სურვილი არ გააჩნდათ ტახტზე ასვლის.


რომანოვების დინასტიის არსებობის მანძილზე ორმეფიანობაც იყო, როდესაც პეტრე I და ივანე V ერთად წყვეტდნენ სამეფოს საკითხებს.

რომანოვები არჩეულ იქნენ სამეფოს მმართველებად იქიდან გამომდინარე რომ ისინი რიურიკების ახლო ნათესავები გამოდგნენ.

რომანოვების შტო რეალურად სრულდება პეტრე III სიკვდილის შემდეგ და ტახტზე იწვევენ პეტრე დიდის ნახევარძმის ივანეს ქალიშვილის, რომელიც კურლანდიის ჰერცოგინია გახდათ.

პეტრე დიდის დროს ცესარევნებს უფლება მიენიჭათ გათხოვილიყვნენ კათოლიკებზე რაც ადრე იკრძალებოდა და აქედან გამომდინარე ცესარევნებს ოჯახი არ გააჩნდათ.

პირველი სამხედრო რეფორმა პეტრე დიდის დრო არ დაწყებულა. ბაზისი მიხეილ რომანოვმა ჩაუყარა და შვედური არმიის პრინციპით დააკომპლექტა სტრელცები.

პირველი საბალეტო თეატრი ანა კურლანდიელის დროს დაფუძნდა პეტერბურგში და ეს იყო ერთადერთი ნორმალური ნაბიჯი ანას იმპერატრიცობის პერიოდში.

რომანოვამდე ოდნავ ადრე ლევან კახთა მეფემ დახმარება სთხოვა ივანე მრისხანეს და 3 000 სტრელეცი კახეთის სამეფოს სამხრეთულ საზღვებს იცავდნენ რუსები.

პირველი რუსული საელჩო კახეთის სატახტო ქალაქ გრემში ლევან მეფის დროს დაფუძნდა.

პირველი ქართველი უფლისწული ვინც რუსეთის სამეფოს ტახტზე წარდგა ერეკლე იყო, რომელსაც ცესარევიჩ გრუზინსკად მოიხსენიებდნენ იქაური წყაროები.

რომანოვებს პირველი სერიოზული დახმარების სახით ვახტანგ VI მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა კვიციანი
ბექა კვიციანი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0