x
image
intermedia.ge
Mediator image
„ომარ ხაიამი“ საქართველოშია - რა გამოარჩევს უდიდესი პოეტისა და ფილოსოფოსის სახელობის ალკოჰოლურ სასმელს

image


„დალიე ღვინო, ეს არის მარადიული სიცოცხლე, ეს არის ყველაფერი, რისი მოცემაც ახალგაზრდობას შეუძლია“, - ეს ცნობილი მათემატიკოსის, ფილოსოფოსისა და პოეტის სიტყვებია, რომლის შემოქმედებაც ძირითადად, ღვინისადმი ტრფიალს უკავშირდება.


მე-11 საუკუნეში მოღვაწე პოეტის შემოქმედება და გატაცება დღესაც აქტუალურია. „სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ და გავიგე, რომ არაფერი გამიგია“, წერდა ომარ ხაიამი ერთ-ერთ რობაიში.


პოეტს, რომელიც თავად მიიჩნევდა, რომ „არაფერი გაუგია“, წლების შემდეგ გაუგეს და დააფასეს კიდეც. მის შემოქმედებას სხვადასხვა ენაზე თარგმნიან და ომარ ხაიამის სახელს სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელსაც კი არქმევენ!


სწორედ ცნობილი პოეტის სახელწოდების სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლური სასმელის პრეზენტაცია გაიმართა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პრეზენტაციაზე კანადურ-ფრანგული ბრენდის „ომარი ხაიამის“ არყისა და რამდენიმე ალკოჰოლური სასმელის დეგუსტაცია მოეწყო.


ფირუზისფერი და თაფლისფერ-ყვითელი ალკოჰოლური სასმელი ქართული აუდიტორიისთვის ძალიან საინტერესო და უჩვეულო აღმოჩნდა. როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორი კომპანიისა და საქართველოში „ომარ ხაიამის“ იმპორტიორი კომპანიის დირექტორმა მარიამ ფურცხვანიძემ აღნიშნა, მათი მიზანია, ბრენდის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს მიაწოდოს.


„ომარ ხაიამის“ ბრენდი საქართველოში პირველად შემოვიდა, თუმცა მსოფლიოში ბევრ ქვეყანაშია სახელგანთქმული. „ომარ ხაიამს“ ძალიან ფართო დასახელებისპროდუქცია აქვს, მაგრამ ახლა ჩვენთან მხოლოდ არაყი და ალკოჰოლური დადუღებული სასმელი შემოვიტანეთ, რომელიც ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და გემრიელიც არის. „ომარ ხაიამი“ განსაკუთრებული გემოვნური თვისებებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს“, - აღნიშნა მარიამ ფურცხვანიძემ.


image


„დაიმონდის“ ხელმძღვანელის განმარტებით, „ომარ ხაიამი“ 50-ზე მეტი დასახელების კონიაკს, შამპანურსა და ღვინოსაც აწარმოებს, რომლებსაც ქართველ მომხმარებელს ეტაპობრივად შესთავაზებს.


„ყველა სახის პროდუქცია, რომელსაც „ომარ ხაიამი“ აწარმოებს, არის უნიკალური და ხუთვარსკვლავიანი, ყველა ოქროს ნიშნის მატარებელი. ის დამზადებულია განსაკუთრებული წყლით, განსაკუთრებული არყით და ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. მოგეხსენებათ, ომარ ხაიამი იმათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ასევე, პოეტი იყო. საქართველოში მის შესახებ აბსოლუტურად ყველამ იცის და ძალიან პოპულარულია. ამ ბრენდს პოეტის სახელი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმლის მიმართ ტრფიალის გამო დაერქვა.


კანადურ-ფრანგული ბრენდის სასმელი იწარმოება სხვადასხვა ქვეყანაში, ქარხნების ნაწილი განთავსებულია საფრანგეთში, იტალიაში, მოლდოვასა და კანადაში“, - განმარტა მარიამ ფურცხვანიძემ.


რატომ „ომარ ხაიამი“?

„ომარ ხაიამის“ ყურძნის არაყი ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ორი პოპულარული და ელიტური ყურძნის სახეობისგან იწარმოება - შარდონესა და ევროპული რიზლინგისგან. აღნიშნული ყურძენი უკრაინაში გაშენებულ ვენახებშია მოყვანილი და ყოველ სეზონზე ხელით იკრიფება.


ძვირფასი ყურძნის ფრთხილად, ყველა წესის დაცვით დაკრეფის შემდეგ ის დამატებით ალმასის ფილტრაციას გადის და კრისტალურად სუფთავდება. სწორედ ეს აძლევს ბრილიანტის მსგავს შეფერილობას.


ბრენდი ხორბლის არაყსაც აწარმოებს, რომელიც საქართველოში ბევრი ჩვენგანის საყვარელი სასმელია. ის ძლიერ ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნევა.


„ომარ ხაიამის“ ხორბლის არაყი ნარჩევი ნედლეულისგან არის დამზადებული. მას კრისტალურად სუფთა წყლით, საუკეთესო უკრაინული თაფლითა და ხორბლით ამზადებენ, რომელიც საბოლოოდ, ოქროს ფილტრაციას გადის.


ბრენდის ხორბლის არაყი უმაღლესი ხარისხისაა და მზადდება განსაკუთრებული წესით მოყვანილი მოსავლისგან, რომელსაც მხოლოდ 3 წელიწადში ერთხელ იღებენ. მის დამზადებას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არაყი ახალი თაობის ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენს, რომელსაც „ხორბლის ცრემლებსაც“ უწეოდებენ. ასეთი პრემიუმ ხარისხის ალკოჰოლურ სასმელს კი ექსკლუზიურად მხოლოდ „ომარ ხაიამი“ ამზადებს.


საქართველოში გამართულ პრეზენტაციაზე აღფრთოვანება გამოიწვია „ომარ ხაიამის“ ფირუზისფერი შეფერილობის ალკოჰოლურმა სასმელმა - Fire Sky.


თუ თავადაც გასინჯავთ, დარწმუნდებით, რომ სასმელი თბილი, რბილი დასალევია და ამავდროულად, საკმაოდ გემრიელიც. მისი უნიკალური კომპოზიცია სპეციალურ ნაწილაკებსა და მოცვის დელიკატურ გემოს აერთიანებს. რაც შეეხება სუნს, Fire Sky მოცვისსურნელსაფრქვევს.


„ომარ ხაიამის“ ეს ალკოჰოლური სასმელი თევზთან და დესერტთან ერთად უგემრიელეს კომბინაციას ქმნის.


Fire Volcano - ეს გამჭვირვალე, ყვითელი შეფერილობის ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც სუფთა არომატი აქვს. მას ტკბილი ღვინის გემო და დაუვიწყარი სუნი გამოარჩევს. Fire Sky-ს მსგავსად, ისით თევზთან და დესერტთან იდეალური კომბინაციაა.


პრეზენტაციაზე მიწვეული სტუმრები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის სასტუმროების დირექტორები, მარკეტინგისა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელები იყვნენ, „ომარ ხაიამის“ ალკოჰოლური სასმელების არომატითა და გემოთი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.


როგორც ჩვენთან საუბარში კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის უფროსმა კატია აბსანძემაღნიშნა, „ომარ ხაიამის“ ალკოჰოლური სასმელები ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ფერთა გამით გამოირჩევა, მისი გემო კი განსხვავებული და დაუვიწყარია.


„ვფიქრობ, რომანტიული საღამოსთვის, განსაკუთრებული ფერებია. ფირუზისფერი სასმელი საკმაოდ გემრიელია და როგორც შევიტყვე, პროტეინებით არის აღსავსე. ვფიქრობ, რომ „ომარ ხაიამი“ ძალიან კარგი სიახლეა ბაზარზე და ვფიქრობ, რომ წარმატებას მიაღწევს“, -აღნიშნა მან.


ალკოჰოლური სასმელები დააგემოვნა Digital Inter Media-ს დირექტორმა დევი გვახარიამაც, რომელიც მოგვიანებით, პრეზენტაციაზე გამართული გათამაშების გამარჯვებულიც გახდა. მისი შეფასებით, „ომარ ხაიამი“ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და მნიშვნელოვანია, რომ ის საქართველოშიც ხელმისაწვდომია.


„ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, „ომარ ხაიამს“. პირველ რიგში, კომპანიას საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში წარმატებას ვუსურვებ. ძალიან კარგი პროდუქციაა, გავსინჯე თითქმის ყველაფერი და ყველას თავისი დადებითი თვისებები ჰქონდა. განსაკუთრებით მომეწონა ცქრიალა ღვინო, რომელიც ძალიან დახვეწილია და ვფიქრობ, რომ ქართველ მომხმარებლებს ძალიან მოეწონება“, - აღნიშნა დევი გვახარიამ.


„ომარ ხაიამი“ დროის სასიამოვნოდ გატარებისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებს კიდევ ბევრ სურპრიზს ჰპირდება. რაც მთავარია, მისი პროდუქცია ყოველთვის ინოვაციური, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე და უმაღლესი ხარისხის იქნება. მანამდე კი შეგვიძლია, ბრენდის სამი შედევრი: Fire Sky, Fire Volcanoდა არაყი დავაგემოვნოთ.


0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0