x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი: ბრავო - "აიაქსმა" "რეალს" "იუვენტუსიც" ზედ მიაყოლა! [VIDEO]

აიაქსიიუვე

16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "აიაქსმა" სტუმრად "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მართლაც კარგი გუნდია "აიაქსი", ჯერ "რეალს" რა დღე აყარა და ახლა იგივე "იუვენტუსს" დამართა. დებიუტში პოზიციური თამაში მიდიოდა და პირველი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ნერესმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა რონალდომ და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, ვან დე ბეკმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამსტერდამულმა გუნდმა მძლავრად შეუტია და შესნიმ ზიეშსა და ვან დე ბეეკს არ დაანება გოლის გატანა, ხოლო იმავე
ზიეშს კარის წინ ბოლო მომენტში პაიანიჩმა ვარდნაში აართვა ბურთი. ჰოდა, უნდა გაეტანა "აიაქსს" და გაიტანა კიდეც - დე ლიგტმა შესნის კარი დალაშქრა.

მაინც არ დაცხრა ჰოლანდიური გუნდი, ნერესმა კარის აღების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მერე ზიეშმა ცხრიანში ჩააჭედა ბურთი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა. საბოლოოდ 1:2 და ტენ ჰაგის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ასე და ამრიგად, ჩვენ დიადი "აიაქსის" აღორძინების მომსწრენი შევიქენით.

რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს ამ ტურნირის ნახევარფინალში.

"აიაქსმა" ამ სეზონში 155 გოლი გაიტანა და 2009/2010 წლების სეზოში დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 32 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

"აიაქსი" პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "რეალსაც" სძლია და "იუვენტუსსაც".

ტურინი. "ალიანც სტედიუმი". 41 445 მაყურებელი
იუვენტუსი - აიაქსი 1:2
გოლები: 1:0 რონალდო (28), 1:1 ვან დე ბეეკი (34), 1:2 დე ლიგტი (67)

იუვენტუსი: შესნი, რუგანი, სანდრო, დე შილიო (კანსელუ 64), ბონუჩი, ჩანი, პიანიჩი, მატიუიდი, ბერნარდესკი (ბატანკური 80), რონალდო, დიბალა (კინი 46)

აიაქსი: ონანა, ბლინდი, დე ლიგტი, ველტმანი, მაზრაუი (სინგკრავენი 11, მაგალიანი 82), ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელაარი 88), ტადიჩი, შენე, ნერესი, დე იონგი
აიაქსი
0
58
შეფასება არ არის
ავტორი:Sportall.ge
Sportall.ge
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0