x
image
ვიზა კოხაძე
ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსი: -"ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა, რომელიც მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივანიშვილისკენ"

imageდღეს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვა ითხოვა პარლამენტის წევრმა პარტია "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი ხუნდაძემ, სადაც მან "რუსთავი 2" - ის გენერალურ დირექტორზე და მის მიერ ტელევიზიაში და სოციალურ მედიაშიც გავრცელებულ გინებაზე გააკეთა აქცენტები.რასაც თავის მხრივ ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსი მოჰყვა, სადაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. აი, რას წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: - "მე, ნიკა გვარამია, საქართველოს პარლამეტის წევრის ხუნდაძის მიერ ივანიშვილის დავალებით ამ წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარად და დაშინების მცდელობად. მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ კორპუსს ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ თურმე "უნდა ვიყოთ ყველანი ფრთხილად, რომ სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს".ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა, რომელსაც არ ზღუდავს კანონი და მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივიანიშვილისკენ. ის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ამ ქვეყანაში და აქვს თმენის ვალდებულება. მიეჩვიოს, რომ ხალხს სძულს, წყევლის და აგინებს და ამას საჯაროდ გამოხატავს. ეს არის მისი შეგნებული არჩევანი და თუ სურს ამისგან დაისვენოს, ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, სხვა გამოსავალი არ არსებობს.შესაბამისად, "თუ ვინმე და რამე აფეთქდება, ოჯახის წევრებს მოთმინება გაუწყდება" და ასე შემდეგ, როგორც ბატონი ხუნდაძე, ივანიშვილის პირადი პარლამენტარი იმუქრება, ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.p.s. რაც შეეხება ზოგადად გინებას და შეურაცხყოფას, ბევრი მიგვიღია როგორც პირადად ივანიშვილისგან, ასევე მისი დავალებით მისი დამქაშებისგან. რა რა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მატირაჟირებელ ოლიგარქს სხვისგან ამგვარი თავდასხმები არ უნდა უკვირდეს."imageNika Gvaramia3 სთ.

ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა...

იხილეთ მეტი
0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0