x
image
ელენე გუმა
ლალი მოროშკინა ბიძინა ივანიშვილზე - "ერთი ქველმოქმედი გვყავს და იმასაც დიდი "ლაფათკით" ძირს ვუთხრით..."
image


ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საფრანგეთში მომხდარი ამბის შესახებ და იმ ადამიანებზე წერს, ვინც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხა გამოყვეს.


მისი თქმით, "ნოტრ-დამს" კი გამოუჩნდა უამრავი გულანთებული პატრიოტი , მაგრამ ჩვენ რა გვეშველება.


როგორც მოროშკინა წერს, უმადური ერი ვართ, რადგან ძლივს გამოგვიჩნდა ერთი ქველმოქმედი და იმასაც დიდი "ლაფათკით" ძირს ვუთხრით.



"#უმადურიერი ნოტრ-დამს კი გამოუჩნდა უამრავი გულანთებული პატრიოტი და მილიონერი, ეჭვიც არ მეპარება ეს საუკუნოვანი შედევრი მალე ახლებურად გამოანათებს...
აი ჩვენ რა გვეშველება ჩვენ?
ერთი ქველმოქმედი გვყავს და იმასაც დიდი "ლაფათკით" ძირს ვუთხრით...
გულზე ხელი დაიდეთ და თქვით ვის გაგვარდნიათ კაპიკი გადაბუგული მამულისთვის?
არადა წელს დენდროპარკსაც გვჩუქნის..."- წერს მოროშკინა.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. 400 მეხანძრეს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.


უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძარს 850 წელი ახლახანს შეუსრულდა. მის სანახავად პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩადიან და დღემდე გოთიკური სტილის უბადლო ნიმუშია.


ამავე თემაზე:

იძებნება ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილი - ძებნის პროცესში მთელი "ტვიტერი" ჩაერთო

0
316
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0