x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აი, რატომ ატარებს 56 წლის ქალბატონი ერთის ნაცვლად ორ ბიუსტჰალტერს...

image


თანამედროვე ქალბატონები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ისეთი თეთრეულის ტარებაზე, როგორიც ბიუსტჰალტერია, ხოლო 56 წლის ბრიტანელი მოდის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სიუზანა კონსტანტინი მის ტარებას არა მარტო აქტიურად აგრძელებს, არამედ პრინციპის - "ერთის ნაცვლად ორი" - ერთგული ბოლომდე რჩება, მიზეზი კი ცნობილი ქალბატონის სურვილი - "მოზარდი გოგონას" მკერდის ფორმის ქონაა. ცოტა ხნის წინ მან სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარი მკერდის ფორმით უკმაყოფილო 50+ ასაკის ქალბატონებსაც მიმართა და "შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან" გამოსავლის სახით, მათ საკუთარი საიდუმლოც გაუზიარა. პრობლემის მოგვარების არსი კი არც მეტი არც ნაკლები, ორი ბიუსტჰალტერის ერთმანეთზე ჩაცმაში მდგომარეობს. როგორც 56 წლის კონსტანტინი აცხადებს, ამ პატარა ხრიკმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, თავად კი თავდაჯერებული და პოზიტიური გახადა, ცოტა ხნის წინ აკრძალული სამოსი - სხეულზე მომდგარი კაბები და ვიწრო ბლუზები, ახლა უკვე ბრიტანელი ქალბატონის გარდერობის განუყოფელ ნაწილად იქცა.



imageimageimageimageimageimage







0
574
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
574