x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ხვალ დავიწყებ ანუ ორშაბათის სინდრომი
ზარმაცი



თუ წლების წინ ვარჯიშის დაწყება, დიეტის დაცვა ან სხვა "სასიკეთო" საქმე გადაწყვიტე მჯერა დღესაც იგივე ადგილას ხარ და რომ გკითხოთ ამ ორშაბათს დაიწყებთ თან უეჭველი . თუ ხვდები რასაც ვამბობ და ფიქრობ რომ განსხვავებულ მდგომარეობაში ხარ და შენი გამოსწორება აღარ შეიძლება, ცდები მეგობარო! შენ გყავს წარმატებული მეგობარი რომელიც წლებია ვარჯიშობს, შენ გყავს ნათესავი რომელიც დიეტის წყალობით შესანიშნავ ფორმაშია. არავის მიბაძვა არა არის საჭირო უბრალოდ დაფიქრდი ისინიც ხომ შენს გარემოში ცხოვრობენ ნუთუ შენზე "კაი ტიპები" არიან? არა, არა და არა .
ადამიანს ხშირ შემთხვევაში ემოცია მართავს, ოღონდ ეს დაფარულია და პიროვნება ისე აღიქვავს თითქოს რაციონალურად აზროვნებდეს . რეალურად კი საკუთარ ემოციებს ემონება . "ხვალ გავაკეთებ" ზუსტად ასახავს ამ მოცემულობას . შენ გგონია რომ ამ ორშაბათს დაიწყებ და ამისათვის მაგალითებიც მოგყავს თუ რატოა საჭირო ეს (აღარ შემიძლია ისე გავსუქდი, ხვალიდან დიეტას დავიცავ) მაგრამ საკუთარი ეგო გიპირისპირდება რომ შენ ამას ვერ გააკეთებ მერე გაბრაზებული საკუთარ ეგოს უმტკიცებ რომ შენ ისევ ის აღარ იქნები და ასე გამარჯვებულის ნიღაბს ირგებ ერთ საათში კი ხვდები რომ დანებება და მიზნის ერთი კვირით გადადება გარდაუვალია...

მოდი პირდაპირ გეტყვი : შენ ელოდები ჯადოსნურ ჯოხს . შენ სიამოვნებას ვერ განიცდი აწმყოთი ამიტომ წარსულითა და მომავლით ცხოვრობ ნანობ თუ სამი კვირის წინ რატომ არ დაიწყე გჯერა რომ 5 კვირაში შესანიშნავი შედეგს მიიღებ... მაგრამ დღეს? დღეს არაფერი . მინდა რომ ამ სტატიით რჩევები მოგცე თუ როგორ შეიძლება ორშაბათის სინდრომის დამარცხება, მერწმუნე რთული არაფერია.
1. ფურცელზე ჩამოწერე ყოველდღიური მიზნები ძალიან უმნიშვნელოც კი და ეცადე მათ ასრულება. იცოდე ფურცელი დაგეგმვის ალტერნატივა კი არა საჭირო დეტალია. როდესაც შენ მატერიალურს გახდი შენს მიზნებს (ფურცელზე გადაიტან) შენი ტვინი უკეთ აღიქვავს მიზანს და უფრო მობილიზებულია.

2. მთავარი მიზეზი რის გამოც შენ ორშაბათის სინდრომი გაქვს ნებისყოფის ნაკლებობაა . ამიტომ ეცადე გაავარჯიშო შენი ნებისყოფა . ნაკლები სქროლე ფეისბუქზე, ნუ დაინტერესდები ყველაფრით, მიმართე მედიტაციას.


3. იყავი მადლიერი მიიღე, დააფასე საკუთარი თავი მიღწეული მიზნების გამო.

4.უბრალოდ გასცდი შენს "სიბრძნესა" და "რაციონალიზმს" და დილით 5 საათზე დაიწყე ვარჯიში შემდეგ ნელ-ნელა მიუახლოვდი იმ დროს როდესაც აპირებდი ვარჯიშს და მიხვდები რომ რთული ნამდვილად არ ყოფილა.


გახსოვდეს რომ ჩვენნაირი მოკვდავები უღებენ შავ ხვრელს ფოტოებს, მიფრინავენ მარსზე, და იპყრობენ მსოფლიოს . შენ კი ორშაბათის პრობლემას ვერ გაუმკლავდები?
აბა დროებით !

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:დათო ჭელიძე ჭელიძე
დათო ჭელიძე ჭელიძე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0