x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ-გამოხმაურებები და შეფასებები
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა უდიდესი ზიანი მოუტანა საფრანგეთს და, ზოგადად, მთელი კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას. ცხადია, ყველა აცნობიერებს, რომ “ნოტრ დამის“ ტრაგედია არ არის მხოლოდ საფრანგეთის სახელმწიფოს და ფრანგი ხალხის თავს დამტყდარი ტრაგედია და, რომ ეს ზარალი მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს მიადგა. ტაძარს საძირკველი მეთორმეტე საუკუნეში ჩაეყარა და 1345 წელს გაიხსნა, სიმაღლე -69 მეტრი, იგი არაერთი პოეტის, მწერლის თუ მხატვრის ინსპირაციის წყაროდ ქცეულა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიუგოს “პარიზის ღვთისშობლის ტაძარია“. გოთიკური არქიტექტურის ამ უდიდეს ნიმუშს ცეცხლი გუშინ 18 საათსა და 50 წუთზე გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძრის მცირე კერები ძალიან სწრაფად გავრცელდა და მალე მთელ სახურავს მოედო.

image

მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის ლოკალიზება ძალიან გართულდა, მეხანძრეების თავდადების წყალობით, ძირითადი ნაწილი მაინც გადარჩა. “ნოტრ დამის“ ორივე კოშკის და მთელი სტრუქტურის გადარჩენა მოხერხდა“ -აცხადებდნენ მაშველები რამდენიმესაათიანი სამუშაოების შემდეგ.


ხანძრის მიზეზები ამ დრომდე უცნობია, ფაქტზე გამოძიება მიმდნარეობს და ამ პროცესში ბევრი გამოცდილი გამომძიებელია ჩართული, არქიტექტურის ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ ზარალი, შეაფასონ გადარჩენილი ნაწილი და მისი სანდოობა რესტავრაციის სამუშაოების დასაწყებად.


პარიზის საკათედრო ტაძარს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, 2017 წლის მონაცემებით, გოთიკური არქიტექტურის ეს უძვირფასესი სამკაული, 12 მილიონმა დამთვალიერებელმა ნახა. რამდენიმე თვის წინ შენობის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, რადგან ის საკამოდ დაბინძურებული და გაშავებული იყო, რაც მაღალი ტურისტული აქტივობისგანაა გამოწვეული.

საფრანგეთის მთავრობას და ფრანგ ხალხს დანარჩენმა მსოფლიომ სოლიდარობა გამოუცხადა და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებისთვის მზაობა გამოთქვა. “ ძალიან ვწუხვარ, რომ ნოტრ დამს ამ მდგომარეობაში ვხედავ“ -განაცხადა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ. მწუხარება გამოხატეს ოფიცილურმა ბერლინმა, ვაშინგტონმა, ვატიკანმა, ბრიუსელმა, მოსკოვმა, კაირომ, თეირანმა, პეკინმა, იერუსალიმმა და სხვებმა.

“შემაძრწუნებელია ამის ყურება. ნოტრ-დამი ხომ საფრანგეთის და მთელი ევროპული კულტურის სიმბოლოა“-აღნიშნა ანგელა მერკელმა.

დონალდ ტრამპმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საკმაოდ ვრცელი ტექსტი მიუძღვნა მომხდარს, ღრმა მწუხარება გამოთქვა “ მსოფლიოს კულტურული განძის “ განადგურების გამო და აღნიშნა, რომ ნოტრ-დამი ცოტახანში ისევ ძველებურად იბრწყინებს.

თავიანთ წერილებში “ნოტრ დამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს სხვა სახელმწიფოებმაც და დიდმა ორგანიზაციებმაც. “იუნესკო“ თანადგომას უცხადებს ფრანგ ხალხს და ტაძრის აღდგენის, მისი ძველებური იერსახის შენარჩუნაების საქმეში დახმარებას ჰპირდება.

“გულს გვიკლავს ცეცხლის ალში გახვეული ღვთისმშობლის ტაძრის ხილვა“, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მეგობარ ფრანგ ხალხზე“ -განაცხადა კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.



0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0