x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
დედ ჰასანის მოკავშირე სომეხი ავტორიტეტის შვილის გრანდოზულ ქორწილში ასობით ქურდი ჩამოვა
image
ქორწინება გაიმართება სომხეთში კრიმინლურ ავტორიტეტის არმენ კაზარიანის "პზო"-ს შვილსა და რესპუბლიკის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის ედუარდ მადათიანის, ზედმეტი სახელი "ხუჩუჩ ედოს" ნათესავს შორის. სავარაუდოდ, ასობით ქურდი და მათთან დაახლოებული პირები დაესწრებიან ქორწილს. "პზო" იყო დედ ჰასანის ( ასლან უსოიანი) მოკავშირე. პატარძლისა და მეუღლის სახელები არ არის ცნობილი.

"მხოლოდ აშშ-დან 300-ზე მეტი ადამიანი ჩავა სომხეთში. სწორედ ამერიკაში გახდა "პზო" ცნობილი, როგორც სომეხი ემიგრანტების კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელი. "- წერს Topnews. გამოცემის მიხედვით, კრიმინალური ბოსი გეგმავს ქალიშვილის მდიდრული ქორწილის ორგანიზებას, მაგრამ სხვა დეტალები არ არის მოცემული.

არმენ კაზარიანის კორონაცია მოხდა 1991 წელს როსტოვ-დონში. ხუთი წლის შემდეგ ის შეერთებულ შტატებში გადავიდა. "პზო" მჭიდროდ იყო დაკავშირებული დედ ჰასანთან, ამერიკაში იღებდა მის ხალხს. 2010 წელს ამერიკულმა ხელისუფლებამ კაზარიანი დააპატიმრა 200 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით, რისთვისაც 37 თვე იხდიდა სასჯელს. ამის შემდეგ იგი ქვეყნიდან გააძევეს.

სასიძოს მამაზე ცნობილია, რომ 2000 წლის დასაწყისში, მადათიანმა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პოსტი დაიკავა. 2004 წელს მას ქვეყნის დატოვება მოუხდა პრეზიდენტის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით. 2008 წელს შეწყდა ბრალი მადათიანის წინააღმდეგ და ის სომხეთში დაბრუნდა.






3
656
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
656
  
2019, 16 აპრილი, 18:45
რუსულადაა "Ростов-на-Дону", ქართულად სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც დონის როსტოვი.
მდინარე დონზეა გაშენებული ეს ქალაქი, ბავშვობაში რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი.
2019, 16 აპრილი, 18:40
დონის როსტოვი , კი და ისე რუსულად მასე კი ეწერა
2019, 16 აპრილი, 18:30
იმედია ყველას დააკავებენ, ესენი საზოგადოების ხორცმეტებია.
თამილა სხვა დროს თუ დაგჭირდებათ დონის როსტოვი დაწერეთ, ასე ჰქვია ამ ქალაქს.
ისე სომეხი კრიმინალებისაა პრაქტიკულად ეგ ქალაქი.
0 1 3