x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იაპონური მასაჟი შინაგანი ორგანოების და სულიერი ჯანმრთელობისთვის
შიაცუ-ტრადიციული იაპონური თერაპიაა. მისი სხვადასხვაგვარი ტექნიკა არსებობს, მაგრამ ყველა მათგანს ის აერთიანებთ, რომ ხელისგულები და ხელის თითები გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ზემოქმედებისთის. ჯინ შინ ჯიცუ მასაჟისთვის მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ და ამ დროის განმავლობაში შეძლებთ ემოციები და შინაგანი ორგანოები წესრიგში მოიყვანოთ.


ყოველი თითი გარკვეულ ემოციებს უკავშირდება

image

ცერა თითი


ემოციები:შფოთვა, დეპრესია, მოუსვენრობა

ორგანოები: კუჭი, ელენთა


საჩვენებელი თითი

ემოციები: შიში, იმედგაცრუება

ორგანოები:თირკმელები, შარდის ბუშტი


შუა თითი

ემოციები:მრისხანება, გაღიზიანება, გაუბედაობა, ყოყმანი

ორგანოები:ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი


არათითი

ემოციები:ნაღველი, შიში, მწუხარება

ორგანოები:ფილტვები, მსხვილი ნაწლავი


ნეკა თითი

ემოციები:ნერვოზულობა, თავის თავში დაურწმუნებლობა

ორგანოები:გული, წვრილი ნაწლავი


მასაჟის გაკეთება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, მისი ტექნიკა ძალიან ადვილია:

imageმარცხენა ხელის ცერა თითი დაიჭირეთ მარჯვენა ხელით, მუშტში მოაქციეთ. დააწექით და გეჭიროთ ასე 1 წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ორივე ხელის თითოეულ თითზე. ამის შემდეგ კი მარჯვენა ხელის ცერა თითით დააწექით მარცხენა მაჯის ცენტრს და გააჩერეთ ასე 2 წუთით.გააკეთეთ იგივე მარცხენა ხელითაც. თქვენ პულსაცია უნდა იგრძნოთ, თუ გსურთ გაიგოთ, თუ რამდენად ძლიერად უნდა დააწვეთ ცერა თითით ამ წერტილებს.

ყოველი თითი გარკვეულ ემოციებს და ორგანოებს უკავშირდება. შეგიძლიათ კონკრეტულად ერთი თითის მასაჟი გააკეთოთ ან ცოტა მეტი დრო გამოყოთ და თითოეულ თითს ჩაუტაროთ მასაჟი.

0
578
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0