x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი პირველად აიჭრა ცაში(ვიდეო)

imageმსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავის პირველი გაფრენა მოჰავეს უდაბნოდან განხორციელდა, რომელიც ერთბაშად კალიფორნიის, ნევადის, იუტის და არიზონის ტერიტორიებს მოიცავს.


ორფუზელაჟიანი თვითმფრინავი-მატარებელი Stratolaunch Model 351 პირველად აიჭრა ცაში. თვითმფრინავის აფრენის ვიდეოკადრები გაავრცელა აეროკოსმოსის ფოტოგრაფმა, ჯეკ ბეიერმა.


ამერიკული თვითმფრინავი-მატარებელი Stratolaunch Model 351 დღეისთვის ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდია მსოფლიოში, ორფუზელაჟიანი მონოპლანის ფრთების სიგრძე 117, 3 მეტრია, რომლის პილონებზეც დაყენებულია 6 ცალი Boeing 747 ძრავა, თვითმფრინავის სიგრძე 73 მეტრია, მაქსიმალური ტვირთამწეობა 590 ტონა, 8 შასით (6 ძირითადი და 2 ცხვირის მხარეს)და 28 ბორბლით.სტრუქტურულად, Stratolaunch მოგვაგონებს ამერიკული პროექტ Conroy Virtus-ს, რომელიც 1970-იან წლებში "შატლის" ტრანსპორტირებისთვის იყო გათვალისწინებული.


0
584
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0