x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
შეხვედრის აფხაზური ვერსია

image

რამდენიმე საინტერესო ფაქტს მივაგენი 1997 წლის 14 აგვისტოს შეხვედრის გარშემო. რატომღაც სოხუმს უფრო მეტი მასალა გაუსაჯაროებია ვიდრე თბილისს და შევეცდები ან დავეთანხმო ან ვამხილო.

იმ დროს როდესაც ედუარდ შევარდნაძე ვლადისლავ არძინბასთან პირისპირ დატოვეს ქართველმა ჟურნალისტებმა, პარალელურ რეჟიმში დაწყებულა შამბას და პრიმაკოვის შეხვედრა. რუსეთის პირველი დიპლომატი არწმუნებდა აფხაზს რომ კონფედერაციული მოწყობა სასიკეთოს მოუტანდა დე ფაქტო რესპუბლიკას. შამბამ არ დაეთანხმა რუსს...

საღამოს შევარდნაძემ და არძინბამ პრიმაკოვს ამცნეს რომ შეხვედრამ შეთანხმების გარეშე ჩაიარა. გაიმართა ბანკეტი “,

საღამოს შესთავაზეს სოხუმიდან ჩამოსულებს, რომ კრწანისში დაბინავებულიყვნენ. არძინბა დათანხმდა. იგივე წყაროთი ირკვევა რომ სააკაშვილს ქონია გასაუბრება დე ფაქტო პრემიერთან ანრი ჯერგენიასთimage
ან.

არძინბასთან საღამოს შეხვედრა ჰქონია ამერიკის ნავთობკომპანიის “შელის“ წარმომადგენელს ჭანტურიას და მაგისტრალის გაყვანაც კი შეუთავაზებია.

გადაწყდა რომ დილით ხელი მოეწერათ სამშვიდობო დოკუმენტისთვის, რომ შეხვედრა ფუჭი არ გამომდგარიყო.

გვიან ღამით, პრიმაკოვი არძინბას და შამბას ესტუმრა და ამ უკანასკნელის სადღეგრძელო წარმოთქვა: «Я думал, ты голубь, а ты, оказывается, ястреб».

არ დაგვავიწყეს რომ მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ამ შეხვედრის შემდეგ თბილისს დე ფაქტო პრემიერი ჯერგენია სტუმრობდა.


ეს მასალა 2015 წელს გამოქვეყნდა აფხაზური პრესით. იმდენიც ვერ გათვალეს რომ არძინბას 1998 წლის ინტერვიუს ხაზი გადაუსვეს. თუნდაც მაშინ კონფედერაციაზე ვყოფილიყავით თანახმა, რომელი აფხაზი გაბედავდა და წინ აღუდგებოდა კრემლის აზრს?

0
293
2-ს მოსწონს
ავტორი:ბექა კვიციანი
ბექა კვიციანი
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0