x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88732
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
პელე გარდაიცვალა-სოციალურ ქსელში და ინტერნეტგამოცემებში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

image

მთელი მსოფლიოში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთის მეფე პელე გარდაიცვალა, ეს ამბავი მრავალმა ცნობილმა გამოცემამაც გაავრცელა, პელეს გარდაცვალებას აქტიურად გამოეხმაურენენ ქართული გამოცემები და სოციალურ ქსელიც, თუმცა როგორც გაირკვა 78 წლის ფეხბურთელი ცოცხალია, კარგად არის და ჯერჯერობით არ აპირებს სიკვდილს.


როგორც ირკვევა, პირველი ინფორმაცია პელეს გარდაცვალების შესახებ Twitter-ზე გავრცელდა და შემდეგ მთელს მსოფლიოში აიტაცეს.

image

პელე სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“.

იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football-მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე.

1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters-მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში.

0
402
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0