დიეტოლოგია ვეგეტარიანელთა 84% ისევ იწყებს ხორცია ჭამას ამ 12 მიზეზის გამო 2019, 16 აპრილი, 13:31
ვეგეტარიანელობა და ვეგანობა არა მარტო ჭამის, არამედ ცხოვრების წესიცაა. მას სხვადასხვა მიზეზების გამო ირჩევენ, მაგრამ შეძლებს თუ არა ადმიანი, რომელიც დაახლოებით 18 წლამდე მაინც ჭამდა ხორცს, სამუდამოდ უარი თქვას მასზე? ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლითაც გამოირკვა, რომ ვეგეტარიანელთა 84% ისევ დაუბრუნდა ხორცის ჭამას საფუძვლიანი მიზეზების გამო.
1.რაციონის დაგეგმვა წინასწარ თუ წახემსებას მიეჩვიეთ და სრულფასოვანი სადილის და ვახშმის შესახებ სულ აღარ გახსოვთ, მაშინ ვეგეტარიანელობა ნამდვილად არაა სათქვენო საქმე. თქვენი რაციონი შეუძლებელია მხოლოდ ერთი სნიკერსისგან და მოხარშული ბროკოლისგან შედგებოდეს.თქვენ წინასწარ უნდა დაგეგმოთ თქვენი მენიუ და პროდუქტებიც წინასწარ მოამზადოთ. გარდა ამისა, რესტორანში თუ წვეულებაზე წასვლის წინ, ყოველთვის წინასწარ უნდა გააფრთხილოთ მასპინძლები თქვენი ვეგეტარიანელობის შესახებ. 2.ვიტამინების დეფიციტი ცილებისა და რკინის გარდა, ვეგეტარიანელებს ვიტამინები და მიკროელემენტებიც აკლიათ, მათ შორისაა В12, D, კალციუმი და სპილენძი. მათი დეფიციტი შემდეგი სიმპტომებით გამოვლინდება: В12: კიდურების დაბუჟება, თავის ტკივილი და დეპრესია. მისი ძირითადი წყაროა ზღვის პროდუქტები და ხორცი. D:ზოგადი სისუსტე, ძვლების ტკივილი, ხშირი ინფექციები. ამ ვიტამინით მდიდარია რძის პროდუქტები, კვერცხი. 3.თუთიის დეფიციტი თუთიის დეფიციტი ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში მოვლენაა, რომელიც ხშირად გვხვდება ვეგანებში. თუ თმების ცვენა, გამუდმებული ნერვოზულობა ან კოორდინაციის დარღვევა გაწუხებთ, ჭრილობები კი დიდხანს არ ხორცდება-აუცილებელია ექიმს მიმართოთ. მიუხედავად იმისა, რომ თუთია მცენარეებშიცაა, ამ გზით მისი შეწოვა ორგანიზმის მიერ ფერხდება. ცხოველური წარმოშობის საკვების გადამუშავებისას კი თუთია ორგანიზმის მიერ გაცილებით უკეთ და სწრაფად შეითვისება. 4.გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ ვეგეტარიანელი ან ვეგანი გახდეთ, სასურველია გასტროენტეროლოგთან გაიაროთ კონსულტაცია. რაციონმა, რომელიც მხოლოდ მცენარეული საკვებისგან შედგება, შესაძლოა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გამოიწვიოს. ეს მეცნიერულადაა დამტკიცებული. 5.ალერგია ვეგანურ და ვეგეტარიანულ კერძებში სოიო პროტეინების ძირითად წყაროდაა მიჩნეული.მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს კი სოიოზე ალერგია აქვს, რამაც შესაძლოა სერიოზულად შეამციროს თქვენი რაციონი, რადგან სოიო გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა: ტოფუ, ტემპე, სხვადასხვა დესერტები თუ საწებლები, სწრაფი მომზადების პროდუქტებში და ა.შ. 6.ალერგია თხილზე ქეშიუს კრემი, არაქისის კარაქი, ნუშის რძე-ეს მხოლოდ რამდენიმე პროდუქტია ვეგანების რაციონიდან, რომელთაც თავისი მენიუსთვის სასარგებლო ცხიმების და არომატების დამატება სურთ. თუმცა, თუ თქვენ კაკალსა და თხილეულზე ალერგია გაქვთ, ეს სერიოზული დაბრკოლებაა ვეგანობისკენ, რამდენადაც კაკალს ხშირად გამოიყენებენ ვეგანურ კვებაში, როგორც ცილების ძირითად წყაროს. 7.ცხოველური კომპონენტები იქ, სადაც ნაკლებად ელით ადამიანები, რომლებიც მცენარეულ დიეტაზე არიან, დარწმუნებულნი უნდა იყონ, რომ ყველა საჭირო მიკროელემენტს და ვიტამინებს იღებენ და არ იღებენ ცხოველური წარმოშობის საკვებს. ჟურნალი Eluxe იუწყება, რომ ზოგიერთი პროდუქტი, რომლითაც ვეგანები იკვებებიან, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს შეიცავენ. ასეთია ფორთოხლის წვენი, რომელსაც მწარმოებლები თევზისგან მიღებულ ომეგა-3-ს უმატებენ, სოუსები, რომლებიც თევზის ფუძეზეა დამზადებული, საღეჭი რეზინი და ლეღვი. ლეღვი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხოველურ ცილას, საქმე ისაა, რომ კრაზანები კვერცხს ლეღვში ტოვებენ, ჭუპრი ნაყოფიდან გამოსვლას ზოგჯერ ვერ ასწრებს და იქ კვდება, მათი ფერმენტირების შედეგად კი ცხოველურ ცილას ვიღებთ. 8.რკინის დეფიციტი ორსულებსა და მეძუძურ დედებში კიდევ ერთი პრობლემაა რკინის დეფიციტი. რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყოს მცენარეული საკვები რკინით, ასეთი საკვებისგან ორგანიზმი რკინას სრულყოფილად ვერ შეითვისებს, რადგან მასში რკინა სხვა, გაცილებით ნაკლებად ხელმისაწვდომი ფორმითაა წარმოდგენილი, ვიდრე ხორცში. რკინადეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის, მეძუძური დედებისთვის, მათთვის, ვისაც დაორსულება აქვს გეგმაში და იმ ქალებისთვის, რომელთაც ჭარბი მენსტრუაცია აქვთ. ორსულ ქალებში რკინის დეფიციტმა შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის წონის სიმცირე გამოიწვიოს. 9.შინაური ცხოველი თუ ვეგანობა ან ვეგეტარიანელობა გადაწყვიტეთ, ნუ ეცდებით ეს თქვენს ძაღლს ან კატასაც თავს მოახვიოთ, რომლებიც ბუნებით მტაცებლები არიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ძაღლს რაციონს შეუცვლით, ის პირველი შემთხვევისთანავე ცხოველური წარმოშობის საკვებს აირჩევს. 10.უარი წამლებსა და ხახვ-ნიორზე წამლების უმრავლესობა ცხოველური წამოშობის კომპონენტებს შეიცავს. განსხვავებული კვების რაციონზე გადასვლისას ვეგეტარიენლის ნაწლავებში ბაქტერია-საპროფიტები ჩნდებიან, რომლებიც უჯრედისს გადაამუშავებენ და შეუცვლელ ცხოველურ ამინომჟავებს იძლევიან. პრეპარატებმა კი შესაძლოა მათი განადგურება გამოიწვიოს. რაც შეეხება ხახვს და ნიორს-ისინი დამღუპველად მოქმედებენ ნაწლავების მიკროფლორაზე, ამიტომ ვეგეტარიანელებმა თავი უნდა შეიკავონ მათი მირთმევისგან და გულმოდგინედ იზრუნონ ნაწლავურ მიკოფლორაზე. 11. სპორტსმენებს განსაკუთრებული კვების რეჟიმი ესაჭიროებათ დიახ, მაიკ ტაისონი ვეგანია, მაგრამ მან ვეგანობა სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ აირჩია. ცხოველური ცილები სხეულს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. ამიტომ, თუ სპორტს მისდევთ, აუცილებელია, რომ რაციონში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ბალანსი დაიცვათ. 12.სრულყოფილი კვება ბავშვებისთვის სულ ცოტა ხნის წინ, ვეგანების წყვილმა ლამის იყო შიმშლით მოკლა 5 თვის ჩვილი, როცა უარი თქვეს რძიან საჭმელებზე და ბავშვი ინტერნეტში ამოკითხულ ვეგანურ რეცეპტებზე გადაიყვანეს. ბავშვს ლოყები ჩავარდნილი ჰქონდა, ნეკნები ამომჯდარი და განძრევის თავიც კი აღარ ჰქონდა, ისე იყო დასუსტებული. ბავშვების და მოზარდების რაციონის შედგენისას, აუცილებლად ჩართეთ მასში ცხოველური პროდუქტები. ხორცი შეუცვლელ ცილებს შეიცავს, რომელიც აუცილებელია უჯრედების “საშენებლად". 118 1-ს მოსწონს
|