x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოკლე ისტორია - რა გადარჩა 850 წლის წინ აგებული ნოტრ - დამისგან პარიზში? ( + შოკისმომგვრელი ვიდეო - ფოტო კადრები )

imageპარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ( Notre Dame de Paris), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამიგოტიკური საკათედრო ტაძარია ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში.პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად.imageimage
ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს. მშენებლობა დაიწყო პატრონიკეთი, რომელიც დამთავრდა 1182 წელს, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს.პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია.imageimageimageimageეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ ეს გენიალური ქმნილება წუხელ მთელი ღამის განმავლობაში იწვოდა და მის გადარჩენაზე ასეულობით მეხანძრე მუშაობდა.მე­ხან­ძრე­ებ­მა შეძ­ლეს 850 წლის წინ აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბის ქვის მთა­ვა­რი სტრუქ­ტუ­რა და ორი კოშ­კი ცე­ცხლის­გან გა­და­ერ­ჩი­ნათ, თუმ­ცა ჭერი ჩა­მო­ი­შა­ლა.საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი პი­რო­ბას დებს, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარს აღად­გე­ნენ.imageimageimageimageსა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა შეძ­ლეს გა­და­ერ­ჩი­ნათ ხე­ლოვ­ნე­ბის ძვირ­ფა­სი ნი­მუ­შე­ბი და რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბი, მათ შო­რის ეკლის გვირ­გვი­ნი, რო­მე­ლიც, გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ქრის­ტეს ჯვარ­ცმამ­დე ეკე­თა. გა­დარ­ჩა ლუი IX-ის შე­სა­მო­სე­ლიც. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­რი­ზის ქუ­ჩე­ბი ხალ­ხით იყო სავ­სე, ისი­ნი ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ ტა­ძარს ადევ­ნებ­დნენ თვალ­ყურს. ხალ­ხის ნა­წი­ლი ტი­რო­და, ნა­წი­ლი კი სა­გა­ლობ­ლებს "ავემარიას" მღე­რო­და. imageსაფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და ეკ­ლე­სი­ე­ბის ზა­რე­ბის რეკ­ვა. ამ უნიკალურ ქმნილებას ყოველწლიურად 13 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობდა.imageimageimage




0
150
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0