x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88732
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
არძინბა თბილისში

imageდღეს სამწუხაროდ არავითარი გეგმა არ არსებობს თუ როგორ უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში. იყო დრო, როდესაც არძინბა თბილისში ჩამოვიდა თუ ჩამოიყვანეს...

1997 წლის 14 აგვისტოს, თბილისში იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის ოფიციალური ვიზიტი. ყველასთვის მოულოდნელად მან ტუ-134 ბორტზე არძინბა, შამბა და ჯერგენია აიყვანა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ იქნა გეზი აღებული. მთელი დღის განმავლობაში და ღამეც კი მოლაპარაკებები იმართებოდა მხარეებს შორის და მეორე დღეს ხელი მოაწერეს საბუთს რომლის მიხედვით თბილისი და სოხუმი უარს ამბობდნენ იარაღის ენით ელაპარაკათ ერთმანეთთან! ევგენი პრიმაკოვმა თბილისში ბრიფინგის დროს საჯაროდ განაცხადა, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი ელცინი იყო. საინტერესო ფაქტია რომ თბილისური შეხვედრის დროს რუსეთის პირველი დიპლომატი არძინბას როგორც აფხაზეთის პრეზიდენტად არ მოიხსენიებს პრესასთან და უბრალოდ აფხაზთა ლიდერს უწოდებს.

ზუსტად წლის მერე კი მოულოდნელად არძინბამ საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტი მიიწვია სოხუმში და ვრცელი ინტერვიუც მისცა (ინტერნეტში არის აღნიშნული მასალის სრული ვერსია). ე.წ. პრეზიდენტი იხსენებს 1997 წლის შეხვედრის წინაპირობას და ახსენებს რომ ის თბილისთან სალაპარაკოდ რუსებმა დასვეს.

- საწყისს ეტაპზე მზად ვიყავით სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მოგვეწერა ხელი, თუმცა ქართული მხარე რომელიც ჩვენთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა უარზე წავიდა. ამის მერე გადავწყვიტეთ ერთიანი სახელმწიფოს რანგში გაგვეგრძელებინა თანაცხოვრება, მაგრამ...

დიახ, ეს არძინბას სიტყვებია ! რა მოხდა არავინ ვიცით, რადგან დღეს არც შევარდნაძეა სააქაოს და არც ამ სიტყვების ავტორიც. თუმცა ერთი ფაქტია, რომ აშშ-ს მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მიესალმა რუსეთის როგორც მედიატორის როლს კონფლიქტში...

და ბოლოს... ჯერ კიდევ 1992 წლის 14 აგვისტომდე წინმსრები მოვლენა იყო 1921 წლის კონსტიტუციის წარდგენა სპორტის სასახლეში, რამაც ისტორიკოსს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს გზა გაუხსნა რათა აემოქმედებინა 1925 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვით რეგიოინი დამოუკიდებელი სუბიექტი გახდათ.

ფაქტი 1. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბაქრაძე სოხუმსაც კი ეწვია და სერგეი შამბა თბილისშიც კი იქნა მოპატიჟებული... ფაქტი2. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში არავითარი ნაბიჯი შეხვედრის კუთხით არც გადადგმულა.

4
397
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა კვიციანი
ბექა კვიციანი
397
  
16 აპრილი, 13:28
პომიდორი დაცინვისთვის ვახსენე,თორე ეგ ეგრეა:)))
16 აპრილი, 13:09
არა რა პომიდორი დაბრუნა რუსეთის ბაზარზე.. არ დაიჯერო... ეგ ფორმატი ისევ ზეპური ქართული ტოპ-კომპანიების ინტერესს ემსახურება ... ბორჯომი და ღვინო ბიზნესმენების. დალშე გაქანება ჩვეულებრივ ქართველს არ აქვს რომ რამე გაიტანოს... მაგათთვის შეიძლება. ზეპირად ვიცი რუსული ბაზარი ...
16 აპრილი, 10:42
არავის ეგონოს ჰელმუთ კოლმა ივაჟკაცა მარტო და გერმანია გააერთიანა. არა,არა და არა,აქამდე გერმანელი საზოგადოება ერთად მივიდა და მოთმინებამ შედეგი დადო. ზვიადი მოკლეს,ედიკა რუსეთის კაცი იყო და ეკიდა ეგ საკითხი,მიშას ისტორიაში შესვლა უნდოდა პოპულისტობით და სახელის დატოვებას ცდილობდა "მიშა რუსებმუსვრელის" და ბიძინა გაზპრომის ბოსია,მოქალაქეობით ფრანგი,ეროვნებით ქართველი და პანამელი ინვესტორი,რას ელოდებით რო. ყველა ქართველი ერთად უნდა დავდგეთ და მოთმინებით დაველოდოთ დროს,როცა შესაძლებელი იქნება ნაბიჯების გადადგმა. მანამდე მივაწვეთ არ აღარების პოლიტიკას და განვითარდეთ რაც შეილება სწრაფად. გადაშალეთ საქართველოს ისტორია და გადაიკითხეთ გიორგი V ქცევას და როგორ გამოიყენა მონღოლების სიბეცე. არადა მისი ბებიის(რუსუდანი) დროს შემოვიდნენ საქართველოში მონღოლები. ასევე ერეკლე II როგორ თქვა მუსლუმანური წესით ტახტზე ასვლაზე უარი და დიდი ხნის მახინჯი ტრადიცია დაარღვია. არ არსებობს სიტუაცია,რომელიც გამოვლილი არ გვაქვს ქართველებს და ხოდა ვისწვლოთ ჩვენი წინაპრებისგან,მაგრამ როცა 9 კლასი და ორი მერხი არ აქვს დამთავრებული ქართველი პოპიტიკოსების უმრავლესობას,რომლებიც მთავრობაში არიან,მაშინ რაზეა საუბარი
16 აპრილი, 10:29
ეს არის კომპლექსური საკითხი და დიდ დაფიქრებას მოითხოვს. ეს მთავრობა რო არაფრი მომგვარებელი არაა ეს ფაქტია,მაგრამ ამ მოლაპარაკებამდე უნდა მივიდეთ. ქვეყანაში უნდა შეიცვალოს სიტუაცია და მერე იქნება შანსი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების. როცა ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ,მათ ვერ გაამტყუნებ რო ამ ორ რეგიონზე იფიქრონ და ისინი ყიდიან საკუტარ ხმებს,რომლის შედეგადაც მთავრობაში მოდიან სპეკულიანტია არარაობები,მედროვე ხალხი,რომელთაც არც პრინციპები გააჩნიათ და არც მორალი. ასეთი ხალხი ქვეყანას ვერ გააერთიანებს. გერმანია 45 წელი იყო გაყოფილი და არ შეიძლებოდა რო 10,20,30 წელში გაერთიანებულიყო? არა,რადგან ომი არავის უნდოდა და ეს არც ჩვენ გვინდა,ქვეყანა გაპარტახებული იყო იქაც და ისევეა აქაც,ფაშიზმ გამოვლილი საზოგადოება,რომელიც დიადი ბელადის იმედად იყო და ჩვენ კომინიზმ გამოვლილი საზოგადოება გვყავს,რომელიც ასევე ბელადს ელოდება ან ბაზალეთის ტბის ქვეშ მყოფ აკვნის ბავშვის გაზრდას. რა გააკეთეს გერმანელებმა: ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვნენ,ჯერ აშენეს ქვეყანა,ეკონომიკა გააძლიერეს,თაობა შეიცვალა და მიიღეს ბერლინის კედელზე გადამძვრალი გდრ მოსახლეობა. ის მარაზმი,რაც სსრკ ამყოფებდა ამ მხარეს ძირიდან გამოალპეს და სიტუაცია მოამწიფეს. შედეგი კი კედლის დანგრევა იყო. მავანიიტყვის რო ამერიკა ეხლარებოდაო მათ,მაგრამ ჩვენც ხო გვეხმარება. სწრაფად განვითარდებით და სწრაფად შევძლებთ ამ 20% დაბრუნებას. გამოკითხვაში ტერიტორიების დაბრუნება მესამე ადგილას არის და ეს უნდა შეიცვალოს. სწრაფად უნდა განვითარდეთ,რომ სიდუხჭირე და უმუშევრობა დავძლიოთ. ქართული "ოცნება" სოციალ დემოკრატიული ძალააა და მას არ შესწევს ძალა განავითაროს ქვეყანა და მოლაპარეკებას რა აზრი აქვს? ხო არის აბაშიძე კარასინის ფორმატი,მარა რა შეიცვლა? ქართული პომიდორი დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე და მორჩა. როცა განვითარებული ქვეყანა გვექნება და ადამიანების უფლებები,თავისუფლება დაცული იქნება ბოლო მოეღება იმ მარაზმს,რაც ამ ორ რეგიონში ხდება. მართულ ხლართებს გადმოახტებიან იქ მცხოვრები ადამიანები დამიჯერეთ. როცა აქ უარესი მარაზმი და იდიოტობააა,მაშინ ადამიანებისთვის სულ ერთია რუსეთი ერქმევათ თუ საქართველო. გეცოდინებათ და ადამიანები იქ მიდიან,სადაც უკეთესია:)
0 1 4